Friday, June 10, 2011

ავტორიტეტული კონტროლი (Authority Control)

ავტორიტეტული კონტროლი არის თანმიმდევრულობის ვერბალურ ფორმაში შენარჩუნების პროცესი, რომელიც გამოიყენება წვდომის წერტილების წარმოდგენისთვის და რომელიც აჩვენებს ნათესაურ კავშირს სახელებს, ნაშრომებსა და საგნებს შორის. ანუ არის პროცესი, რომელიც ავტორიტეტულ სამუშაოს ასრულებს ან სახელით, ან სათაურით, ან საგნის ტერმინით ან სულაც მათ გარეშე, რათა მოხდეს ავტორიზებული(ავტორიტეტული) ფორმის შერჩევა. მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახელის, სათაურის ან ტერმინის წარმოსადგენად ავტორიზებული ფორმა შერჩეული, მომხმარებელმა შესაძლოა გამოიყენოს რომელიმე ფორმა ავტორიზებულ ჩანაწერში, რათა მოიპოვოს სახელის, სათაურის ან საგნის ინფორმაციის რესურსზე წვდომის უფლება.
პროცესს იმიტომ დაერქვა "ავტორიტეტული კონტროლი", რომ საჭირო იყო განსაზღვრულიყო ავტორიტეტული ფორმა სხვა დანარჩენი ფორმებისაგან. მაგ.: "Confucius" ინგლისური ფორმის სახელი განისაზღვრა კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ, რათა ყოფილიყო ავტორიტეტული ფორმა და ამან ჩაანაცვლა მისი სახელი სხვა ენებშიც, რომელიც შეიცავდა თავის ჩინურ სახელს და რომელიც იყო არაავტორიტეტული.
რაც უფრო გლობალური ხდება ინფორმაციის სამყარო, მით უფრო მეტი აცნობიერებს, რომ წვდომისთვის (ძიებისთვის)სახელის განსხვავებული ფორმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს(მაგ.: განსხვავულ ენებზე და ა.შ.). ავტორიტეტული კონტროლი ხშირად ადვილი მისაღები როდია. სიტყვებს ნეგატიური მნიშვნელობებიც აქვთ ზოგისთვის. ტეილორის და სხვების ძალისხმევით, რამოდენიმე წლის წინ დაიწყეს "access control"-ის ხმარება ნაცვლად "authority control"-ისა. მაგრამ მას იგებდნენ როგორც კომპიუტერის ოპერატიული სისტემის ფუნქციას. უკეთესი ტერმინი ჯერაც არ არის კიდევ ნაპოვნი.
ავტორიტეტული კონტროლის მიზანია დაეხმაროს მომხმარებელს:
  • იპოვოს ავტორი, ადგილი, საგანი ან სხვა თვისება მაძიებლის ლექსიკიდან(მაგ.: ვიპოვოთ Hans Christian Andersen-ის წიგნი, თუ სათაურის გვერდით გამოყენებულია H.C.Andersen)
  • განსაზღვრაში/იდენტიფიცირებაში (მაგ.: ვიპოვოთ Michael Gorman-ი, რომელიც ბიბლიოთეკარია და არა ის, ვინც არქიტექტორია.
  • განლაგებისთვის/განკარგვისთვის მიუხედავად გამოყენებული ტერმინოლოგიისა(მაგ.: მსგავსი ინფორმაციის ერთად დალაგება და ა.შ.)
  • შეფასებაში და შერჩევაში(მაგ.: ვინსენტ ვილიამ ვან გოგი, რომელიც მსახიობია იგიევა თუ არა ვინც ვინც ვინსენტ ვან გოგი?)
  • უზრუნველყოს სინონიმებით ძიება (მაგ.: სახელის, ოჯახის, ნაშრომის ვარიაციული ფორმები)
ავტორიტეტული კონტროლი საჭიროა დახარისხებისთვის - რომ ერთად იქნას დალაგებული ყველაფერი მსგავსი ადამიანზე, ოჯახზე, ადგილზე, ნაშრომზე და განისაზღვროს რა სახელი უნდა იქნას მათთვის გამოყენებული.

ავტორიტეტული სამუშაო

ავტორიტეტული კონტროლისთვის აუცილებელი, რომ ვინმემ შეასრულოს ავტორიტეტული სამუშაო, რომელიც მოითხოვს, რომ ვინმემ იდენტიფიცირება მოახდინოს ყველა იმ ვარიანტის, რომელიც დაკავშირებულია სახელთან, სათაურთან, ნაშრომთან და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, თუ რომელი ვარიანტი წარმოადგენს იგივე სახელს, რომელი უნდა იყოს ავტორიტეტული ფორმა და რომელი უნდა იყოს დახასიათება(აღმწერი).
ზოგიერთი სისტემა მოითხოვს, რომ არჩეულ იქნას ერთ-ერთი ფორმა როგორც სათაური. კონგრესის ბიბლიოთეკის კატალოგის ჩანაწერებში მათ სათაურები ეწოდებათ. პრაქტიკამ აჩვენა თითოეული სახელის ან სათაურის დასათაურების საჭიროება, რომელიც გამოყენებულ იქნება წვდომის წერტილად. ტერმინი "სათაური"(Heading) ბეჭდვითი კატალოგის დღეებიდან, როცა ყველა წვდომის წერტილი დაბეჭდილი იყო სუროგატი ცანაწერის ასლის თავში და ერქვა ჩანაწერის სათაური. ონლაინ სივრცეში "heading" ნიშნავს კონკრეტულ ჩანაწერს ავტორიტეტული ფორმის მახასიათებლის, როგორც წვდომის წერტილი ავტორიტეტულ ჩანაწერში.
ავტორიტეტული სამუშაო მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ავტორიტეტული ფორმის განსაზღვრაა. ის აერთიანებს სახელის მონათესავე ყველა ვარიანტს და სათაურს თავისი შესაბამისი ავტორიტეტული ფორმებით. ავტორიტეტული სამუშაო არის პიროვნების, ოჯახის, კორპორატიული ერთეულის, ადგილის, სამუშაოს ან საგნის შესახებ მეტამონაცემების ნაკრები. ის აერთიანებს იდენტიფიცირებულ ვარიანტებს შორის ნათესაურ კავშირს. გლობალური ან საერთაშორისო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მართვის ჩანაწერები შეიცავს საგნის შესახებ ყველა ფორმას. ყველა შემთხვევაში, რომელიმე ვარიანტის ძიებისას, უნდა იძებნებოდეს ყველა მეტამონაცემის ჩანაწერი, რომელიც დაკავშირებულია ამ საგანთან. ავტორიტეტული სამუშაო უზრუნველყოფს არამარტო ავტორიტეტული ფორმების გლობალურ წვდომას, არამედ არაავტორიტეტულისაც. ავტორიტეტული სამუშაოს სესრულება ბევრ ადამიანს უწევს დიდ დახმარებას და აზოგვინებს სამუშაო დროს. ერთი ასეთი კოოპერატიული პროექტია NACO (Name Authority Cooperative Program). NACO-ს მონაწილეები ერთად მისდევენ სტანდარტებს და გაიდლაინებს, როცა ქმნიან ან ანახლებენ მართვის ჩანაწერებს და ისინი შენარჩუნებულია მრავალრიცხოვან გაზიარებულ მართვის ფაილში.

ავტორიტეტული ფაილები

ავტორიტეტული ჩანაწერები დაგროვილია ავტორიტეტულ ფაილში/ფაილებში, რომლებიც განცალკევებულია ბიბლიოგრაფიული ფაილებისგან. მეტამონაცემების ფაილები, რომლების შეიცავს მეტამონაცემებს სახელებზე, ნაშრომზე და ობიექტზე(საგანზე).
ამ სფეროში შემოთავაზებული პროექტი იყო "InterParty", რომლის მიზანიც იყო, რომ მონაცემთა ბაზები მიბმული ყოფილიყო საერთო ფუნციონალურ მიზნებზე (ანუ ძიებისას ყველგან მომხდარიყო ძიება და არა რომელიმე კონკრეტულ ბაზაში).

საერთაშორისო ავტორიტეტული კონტროლი

სახელის ყველა ფორმა უნდა გროვდებოდეს ერთ ავტორიტეტულ ჩანაწერში. ყველა მათგანი იდენტიფიცირებული უნდა იყოს ენობრივად. და თუ იქნება ერთ ენაში რამოდენიმე განსხვავებული ვარიანტი, ერთ-ერთი მათგანი გახდება სასურველი ამ ენისთვის.
ეროვნულ საბიბლიოთეკო სააგენტოებს აქვთ დამოუკიდებელი ავტორიტეტული ფაილები, რომელთ მოძებნაც ხდება სტანდარტ Z39.50 პროტოკოლთან შეთანხმებით. როცა ჩანაწერი არ იძებნება ადგილობრივ ფაილში, სისტემა იყენებს Z39.50, რათა მოძებნოს სხვა ეროვნული ავტორიტეტული ფაილები. და თუ სახელი ან სატაური მოიძებნა, ჩანაწერი იმპორტირდება ადგილობრივ ფაილში. ერთი და იგივე ობიექტებზე ჩანაწერები სეიძლება მიბმული იყოს ცენტრალურ სერვერს და მისი განახლება ხდებოდეს რეგულარულად.
Z39.50 პროტოკოლი შესაძლებელს ხდის, რომ მიიღოს ავტორიტეტული ჩანაწერები ინტერნეტში. ეს საშუალებას იძლევა გაზიარებულ იქნას ავტორიტეტული ჩანაწერები სხვადასხვა ენაზე.

No comments:

Post a Comment