Friday, June 3, 2011

წვდომის წერტილების ჰედინგები

წვდომის წეტების ჰედინგები

ჰედინგები ინახება ავტორიტეტულ ფაილებში, რომელიც წარმოადგენს ავტორიტეტული ჩანაწერების კოლექციებს. თითოეული ავტორიტეტული ჩანაწერი ახდენს სახელის ან სათაურის იმ ფორმის იდენტიფიცირებას, რომელიც გარკვეული წესების მიხედვით შერჩეული იქნა როგორც ,,ავტორიტეტული’’. ის წარმოადგენს ნუსხას სახელის და სათაურის სხვადასხვა ვარიანტული იმ ფორმების ნუსხას რომლების ასოცირებულია ავტორიტეტულ ფორმასთან. ჰედინგი ასევე წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს და მითითებული სახელის ან სათაურის ან კორპორაციის შესახებ. ანგლოამერიკული კატალოგიზაციის წესებს არ აქვს ცალკე სექცია, განყოფილება ავტორიტეტული კონტროლისათვის, მაგრამ 22ე 25ე თავებში რომელიც ეხება პირადი, გეოგრაფიული, კორპორატიული სახელების და სათაურების ჰედინგების ფორმას, განმარტავს როგორ უნდა გაკეთდეს ჰედინგები და როგორ უნდა შეიკრიბოს ერთად წყაროები, რომლებიც ერთ ობიექტს უკავშირდება. RDA–ში ის რაც ანგლოამერიკული კატალოგიზაციის ამ თავებშია მოცემული ხდება ძირითდი ნაწილი ერთერთი ცალკე სექციისათვის. ჰედინგების შექმნის პროცესში სახელების შემთხვევაში, ადამიანი დგება 3 არჩევანის წინაშე, ხშირად კი უწევს სამივეს არჩევა:
გამოსაყენებელი სახელი არჩევა
სახელის გამოსაყენებელი ფორმის არჩევა
ფორმატის არჩევა


მესამე შემთვევაში 2 გადაწყვეტილებაა მისაღები
სახელის რომელი ნაწილი იქნება გამოყენებული შენატან სიტყვად
რა ადამატებებია აუცილებელი სახელისათვის, იმისათვის რომ ის გარჩეული იყოს იგივე ან მსგავსი სახელებისაგან.


სათაურის ჰედინგების შექმნისას აუცილებელია;
გამოსაყენებელი სათაურის შერჩევა
სათაურის განლაგება და გადაწყვეტილება იმის შესახებ არის თუ არა აუცილებელი, ისეთი განმასხვავებელი ატრიბუტების მითითება როგორიც არის ენა და რიცხვი.

ანგლოამერიკული კატგ. წესები ამ გადაწყვეტილების მირებისას გარკვეულ წესებს გვთავაზობს:

პერსონალური სახელის ჰედინგის შერჩევის და მისი ფორმის პრინციპები: სახელის სერჩევა აუცილებელია იმ შე–ში. როცა პიროვნებას აქვს სხვადასხვა სახელი. აქ არ იგულისხმება სახელისა და გვარის შემოკლებული ფორმები. ამ შე–ში გამოიყენება ანგლამერიკ.წესების 3 პრინციპი:
გვარის ბოლო ვერსია
გამოყენებული უნდა იყოს სახელის ყველაზე ცნობილი ვარიანტი (უილიამ ჯეფერსონ კლინტონო–ბილ კლინტონი)
ეს ის შემტხვევაა როცა ადამიანი იყენებს ფსევდონიმებს, ამ შე–ში მხოლოდ მაშინ ხდება ფსევდონიმის არჩევა ჰედინგად, თუ ყველა თხზულება ამ ფსევდონიმის ქვეშ არის დაწერილი, მაგრამ თუ ერთი და იგივე ავტორი იყენებდა სხვა და სხვა განსხვავებულ ფსევდონიმებს, ავტორიტეტული ჩანაწერი კეთდება ყველა მის ფსევდონიმზე ცალცალკე.


მას შემდეგ რაც სახელი არის შერჩეული, შესარჩევი ხდება ამ სახელი ფორმა. შეიძლება არსებობდეს ერთი და იგივე სახელის რამოდენიმე ვარიანტი, მისი სისრულის , ენის და მართლწერის მიხედვით.
ფორმაზე გავლენას ახდენს ქვეყანა სადაც პიროვნება ცხოვრობს ან მისი საქმიანობა. ძირითადი პრინციპი ფორმის შერცევისას არის ის, რომ გამოყენებულიქნეს ის ფორმა რომელიც მის ქვეყანაში გამოიყენებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი კეთდება იმ ფორმაზე რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა. თუ არცერთი ფორმა არ არის დომინანტი და ერთნაირად გამოიყენება, მაშინ გამოიყენება ყველაზე სრული ფორმა, ის ასევე გამოიყენება იმ შე–ში. როცა ზუსტად არ ვიცით რომელი უფრო პოპულარულია თუ არ ვიცნობთ ავტორს. მიუხედავათ ყველა ამ წესისა ყველაზე დიდი უპირატესობა მაინც აქვს სახელის იმ ფორმას რომელიც მის ქვეყანაშია გავრცელებული. მაგ. ჰანს ქრისტიან ანდერსენი ინგლისურ ენოვან სამყაროში სრული სახელითაა ძირითადად მოხსენიებული, მაშინ როცა მის ქვეყანაში მისივე სიცოცხლის დროს იყენებდნენ H.C. ANDERSON, ამიტომაც სწორედ ეს ფორმა უნდა აირცეს ჰედინგად. როდესახ განსხვავებული ვარიანტებია ენის თვალსაზრისით რათქმაუნდა უპირატესობა ენიჭება იმ ფორმას რომელიც მის ქვეყანაში გამოიყენებოდა. რაც შეეხება მართლწერას გამოიყენება ბოლო ვერსია, ვინაიდან მართლწერის წესები ოფიციალურად არის შეცვლილი. სხვა შე–ში გამოიყენება დომინანტური ფორმა.
პერსონალური სახელის სტრუქტურა: ჩვეულებრივ არის შემდეგნაირი: გვარი>სახელი>გარდაცვალებისა და დაბადების წლები. როდესაც ადამიანს არააქვს გვარი შენატანი სიტყვა არის პიროვნების სახელი.
პიროვნებების რომლებიც ცნობილები არიან მხოლოდ ზედმეტი სახელებით ამ შე–ში. ხდება მითითება განმასხვავებელი ნიშნების: სახელი> ზედმეტი სახელი> განმასხვ ნიშ (პოპვარსკლავი, მეფე და სხვ). როცა ადამიანს აქვს ერთი სხაელი მაგ. ,,არისტოტელე’’ ასეთ დროს იწერება ეს ერთადერთი სახელი მაგრამ ემატება სესაძლებელი განმასხვავებელი ატრიბუტები (ბერძენი ფილოსოფოსი)
იმისათვის რომ განვასხვავოთ ერთიდაიგივე სახელის მქონე სხვაქდასხვა პიროვნებები ჰედინგებს ემატება განმასხვავებელი ატრიბუტები: ყველაზე ხშირად გამოიყებენა დაბადებისა და გარდაცვალების წლები და სახელების სრული ვერსიები ფრჩხიებში. კონგრესის ბიბლიოთეკას აქვს საკუტარი პოლიტიკა, რომ ყველა ვარიანტში დაამატოს წლები და სახელის სრული ფორმები, თუ ისინი ცნობილია ჩანაწერის კეთების მომენტში, ხოლო თუ არ არის ცნობილი სიკვდილის წლები(თუ ის ცოცხალია) ამატებს წელს მაშინ როცა ის ცნობილი გახდება.

კორპორატიული სახელის სერჩევისა და მის ფორმის პრინციპები: კორპორატიული სახელები იმით განსხვავდება პერსონალური სახელებისაგან რომ მათი ცვლილება სეიძლება მიუთითერბდეს ახალი კორპორატიული ორგანოს (ინსტიტუტის შექმნაზე) კორპორაციები შეიძლება გაერთიანდეს, დაიყოს და შეისრუტოს სხვა კორპორაციამ. ანგლამერიკ. კატ.წესებში, კორპორატიული სახელის შერცევის წესი უფრო მეტად ერყარება პრაქტიკას ვიდრე პრინციპებს. წესი არის ისეთი რომ იქმნება ცალკეული ავტორიტეტული ჩანაწერი, კორპორაციის ყველა ახალ სახელზე. ეს უზრუნველყოფს იმას რომ არა არის აუციელბელი დადგენა რა მიზეზით იყო გამოწვეული სახელის ცვლილება. შესაბამისად თითოეული ჰედინგი გამოიყენება წვდომის წერტილად სუროგატ ჩანაწერზე იმ საინფომაციო რესურსისთვის რომელიც ამ კორპორაციაში წარმოიშვა.
ყოველი ავტორიტეტული ცანაწერი უკავშირდება მის წინა სახელს (ილიაუნი >ი ჭავჭავაძე, სულხან საბა). ისევე როგორც დანარჩენ შე–ში აქც გამოიყენება კორპორაციის ის სახელი რომელიც დომინანტია მაგ UGT და united globa tecnologuies ერტი და იგივეა მაგრამ აბრევიატურა უფრო დომინანტურია და ამიტომ ის იქნება ჰედინგად გამოყენებული. ასევე თუკი კორპორაცია საერთაშორისოა და სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა გვარად იწერება და იკიტხება ანგლამერიკ. კატ წესები იყენებენ ინგლისურ ვარიანტს.

ერთგვაროვანი სათაურის შერჩევისა და მისი ფორმის პრინციპები: ერთგვაროვნი სათაური არის სათაური, რომელიც გამოიყენება სხვბა და სხვა სატაურის სხვადასხვა ფორმების,ძირითად წვდომის წერტილად. ,,ჰამლეტი’’ ,,ჰამლეტი ტრაგედია’’ და ა.შ. ერთგვაროვანი სატაური იქმნება იმ შე–ში. როცა თხზულებას აქვს სახლელების რამოდენიმე ვარიანტი, ან ერთი თხზულება ისეა გადაკეთებული ახალ თხზულებად რომ ფორმაც და სათაურიც სხვა აქვს, ამ დროს აუცილებელია ეს ორი სხვადასხვა ფორმის თუ სათაურის თხზულება საძიეობო სისტემაში ერთად იყოს მოძებნადი. მაგ (,,პიგმალიონი’’ და კფილმი ,,ჩემი მშვენიერი ლედი’’). ერთგვაროვანი სათაურები გამოიყენება განსაკუთრებით მუსიკი ბიბლიოგრაფიული ცანაწერებისათვის.
ზოგადი პრინციპი ერთგვაროვანი სათაურის შერჩევისას, არის ის რომ უპირატესობა ენიჭება ორიგინალურ ენაზე შექმნისლ, ორიგინალურ სატაურს თუ სხვა რომელიმე სატაური არაა უფრო ცნობილი. ასევე შესაძლოა იყოს გამოცემები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სახელები, მაგრამ გამიოცემა ერტი დიდი სახელის ქვეშ. მაგ ცნობილი გაზეთის the time სხვადასხვა სახელი აქვს სხვადასხვა რეგიონში მაგრამ სახელი the time ყველაზე ცნობილია და ამიტომაც ჰედინგად ის გამოიყენება.
არის 3 ძირიტადი ქეისი როდესაც ერთგვაროვან სათაურს ემატება ატრიბუტები:
კონფლიქტის მოგვარება (აბესალომ და ეთერი)
ენის იდენტიფიცირება Nome Della Rosa. English
თხზულების შემადგენელი ნაწილების ჩვენება, ,,დაკარგული სამოთხე. წიგნი4.’’

No comments:

Post a Comment