ზოგადი საერთაშორისო სტანდარტის საარქივო აღწერა (ISAD)
ISAD სტანდარტი გვაძლევს სახელმძღვანელოს საარქივო აღწერისათვის. ისევე როგორც ISBD, მათი მიზანია, რომ ისინი გამოყენებულ იქნეს ეროვნულ სტანდარტად ან როგორც ეროვნული სტანდარტის განვითარების საფუძველი. ის შექმნილია, რათა ხელი შეუწყოს საარქივო აღწერების შექმნას, როგორც "იდენტიფიცირება და კონტექსტის ახსნა" და საარქივო მასალების შემადგენლობა, რომელიც მათ ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს. ბევრი ინფორმაცია შეძენილი და ჩაწერილია საარქივო რესურსების მენეჯმენტის ყველა ეტაპზე. ISAD-ის წესები არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს მასალების აღწერა საწყის ეტაპზევე, როცა გადაწყდება მათი შენარჩუნება და კონტროლის სტანდარტების წესები არ ხსნის იმას, თუ როგორ უნდა აღიწეროს სპეციფიური მასალები, როგორიცაა ხმოვანი ჩანაწერები, რუკები და ა.შ. სახელმძღვანელოები, რომლებიც უკვე არსებობენ მსგავსი მასალებისთვის, შესაძლოა განხილულ იქნას საჭიროებისამებრ.
ISAD-ს აქვს 26 ელემენტი, რომელთაც აქვთ თავიანთი წესები, რომლებიც მოიცავს ელემენტის სახელს, ელემენტის მიზანს აღწერილობაში, წესებს, რომლების ვრცელდება ელემენტზე და მაგალითებს (თუ შესაძლებელია). ელემენტები ორგანიზებულია აღსაწერი ინფორმაციის შვიდ ველში:
1) საიდენტიფიკაციო (განმსაზღვრელი) ველი- რომელიც აერთიანებს იმ ინფორმაციას, რაც საჭიროა აღსაწერი ერთეულის განსასაზღვრად.
2) კონტექსტის ველი- აერთიანებს ინფორმაციას აღსაწერი ერთეულის წარმოშობის და მეურვეობის შესახებ.
3) შინაარსის და სტრუქტურის ველი- აერთიანებს ინფორმაციას საგნის შესახებ და აღსაწერი ობიექტის მოწყობის შესახებ.
4) წვდომის და გამოყენების მდგომარეობის (შესაძლებლობის) ველი- მოიცავს ინფორმაციას აღსაწერი ერთეულის ხელმისაწვდომობაზე.
5) მოკავშირე მასალების ველი- მოიცავს ინდორმაციას სხვა საინფორმაციო რესურსებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ურთიერთობა აქვთ აღსაწერ ერთეულთან.
6) შენიშვნების ველი- მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც შეუძლებელია სხვა რომელიმე ველში შესულიყო.
7) აღწერის კონტროლის ველი- მოიცავს ინფორმაციას საარქივო აღწერის მომზადებაზე (მაგ.: ვის მიერ, როდის, როგორ, როდის შესწორდა და ა.შ.).
მხოლოდ რამოდენიმე ამ ელემენტთაგანია განხილული, რომლებიც საჭიროა აღწერილი ინფორმაციის საერთაშორისო გაცვლისთვის:
- ცნობის კოდი- სტანდარტული ქვეყნის კოდი, საცავის კოდი და ადგილობრივი საცავის სპეციფიური ნომრები.
- სათაური- ლაკონური სათაური ავტორობის, საგნის და მასალის ფორმის.
- შემოქმედი- კონკრეტული კოლექციის ავტორი.
- თარიღ(ებ)ი- აღსაწერი ერთეულის მახასიათებლები- მონაცემები სიდიდეზე, რაოდენობაზე, ზომაზე
- აღწერის დონე- აღსაწერ ჯგუფებზე მონაცემები(მაგ.: ფონდებზე ან ქვე-ფონდებზე, სერიებზე, ქვე-სერიებზე, ფაილებზე ან ელემენტებზე)
არქივების აღწერა: შინაარსის სტანდარტი (DACS)
DACS-ი არის საარქივო მასალების აღსაწერი სტანდარტი, რომელიც მიღებულია ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების უმრავლესობის მიერ. მან ჩაანაცვლა: არქივი, პირადი ბიულეტენები, ხელნაწერები (APPM-Archives, Personal Papers and Manuscripts), რომელიც იყო შინაარსის სტანდარტი და დაფუძნებული იყო AACR-ზე (Anglo-American Catalog Rules (Second Edition)) და გამოიყენებოდა საარქივო საზოგადოების მიერ როგორც სტანდარტი MARC-ის კატალოგის ჩანაწერების შექმნამდე. (AACR2 მხოლოდ ჩონჩხი იყო ხელნაწერებისთვის და აცნობიერებდა სხვა საარქივო აღწერილობისთვის საჭირო სტანდარტის აუცილებლობას).
DACS-ი დაფუძნებულია საერთაშორისო საარქივო სტანდარტზე (ISAD) და გამოიყენება საარქივო და ხელნაწერი მასალების ნებისმიერი ტიპის და დონის აღწერილობის შესაქმნელად და ასევე მოიცავს საკატალოგო ჩანაწერებს.
DACS-ი შედგება 3 ნაწილისგან:
- საარქივო მასალების დადგენა
- ავტორების დადგენა
- სახელის ფორმისთვის.
- საიდენტიფიკაციო ელემენტები
- ცნობის კოდი
- საცავის სახელი და მდებარეობა
- სათაური
- თარიღი
- აღწერილობა
- ავტორის სახელი
- ადმინისტრაციულ/ბიოგრაფიული ისტორია
- შინაარსობრივი და სტრუქტურული ელემენტები
- არეალი და შემადგენლობა
- მოწყობის სისტემა
- გამოყენებული ელემენტის ხელმისაწვდომობის პირობები
- ხელმისაწვდომობის მმართველი პირობები
- ფიზიკური ხელმისაწვდომობა
- ტექნიკური ხელმისაწვდომობა
- მმართველი პირობები და გამოყენება
- მასალის ენა და სკრიპტები
- შეძენის და შეფასების ელემენტები
- ისტორია
- შეძენის წყარო
- ზრდა (მოსალოდნელი დამატებები)
- მონათესავე მასალების ელემენტები
- ორიგინალის არსებობა და მდებარეობა
- ასლის არსებობა და მდებარეობა
- დაკავშირებული საარქივო მასალები
- პუბლიკაციის შენიშვნები
- შენიშვნების ელემენტები
- შენიშვნები
- მართვის ელემენტების აღწერა
- მართვის აღწერა
კოდირებული საარქივო აღწერა (ЕАD)
EAD შეიქმნა ძიების დამხმარე საშუალებების დაშიფვრისათვის. ის არის მონაცემთა სტრუქტურის და არა მონაცემთა შემადგენლობის სტანდარტი. ის არ განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს მონაცემთა ფორმულირება.
No comments:
Post a Comment