ინდექსირება და აბსტრაქტირება
ინდექსირება და აბსტრაქტირება წარმოადგენს ინფორმაციის კონტენტის გაფილტვრის ორ მიდგომას ყოვლისმომცველი,ინფორმაციის რესურსების რეპრეზენტაციის.
ინდექსირებას გააჩნია გრძელი ტრადიცია ტერმინებისა, თუ რა არის ის, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა და როგორ გააკეთა.
აბსტრაქტიზაციის ისტრია კი უფრო ხანმოკლეა და მოიცავს მე-20 და 21-ე საუკუნის პერიოდს სამიზნე აუდიტორიებისთვის გადაწყვეტილ ფორმატში.
ინდექსირება
ინდექსირება არის პროცესი, რომლითაც ინფორმაციის რესურსის შინაარსი (კონტენტი) ანალიზდება და იმ საგანთა რაობა რომლებიც განისაზღვრება და აისახება (გამოიხატება ) მოკლე ფორმით. ინდექსირება ასევე განისაზღვრება ინფორმაციული რესურსის , აღწერით, იმ გზით , რომლიტაც მომხმარებლები აცნობიერებენ ძირითად განსაზღვრებებს დოკუმენტისა, როგორიცაა ავტორი, სათაური, სიგრძე და შინაარსის(კონტენტის) ადგილმდებარეობა. ინდექსირება როგორც წესი გულისხმობს მხოლოდ ტექსტუალურ მასალას, თუმცა სურათის (სავარაუდოდ იგულისხმება ფოტომასალა) ინდექსირება პრაქტიკაში ზრდადი არეალია. არსებიბს ინდექსირების 3 ძირითადი ტიპი: წიგნის-ბოლო (წიგნსუკანა) ინდექსირება, მონაცემთა ბაზის ინდექსირება და ვებ ინდექსირება.
ტრადიციულად წიგნის-ბოლო ინდექსირება წარმოადგენს ტერმინებისა და ტერმინოლოგიური ფრაზეოლოგიის ალფაბეტურ პრინციპზე აწყობის სიას, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს აღიდგინოს სასურველი კონტენტი. ინდექსირების ენა, როგორც წესი გამომდინარეობს თვითონ ტექსტის ენიდან. კარგი წიგნის ინდექსი, ასევე მოიცავს მეორე დონის მასალას (როგორიცაა ქვესათაურები), ვარიანტულ მასალას (მრავალრიცხოვანი მასალას ნიშნებს) და კროს-რეფერენციებს . წიგნების ინდექსირებას ძირითადად აწარმოებენ თავისუფალი, გამომცემლობასთან კონტრაქტით მომუშავე სპეციალისტები., თუმცა ზოგიერთ გამომცემლობებს ჰყავთ შიდა საშტატო სპეციალტები ინდექსირებისთვის.
მომაცემთა ბაზის ინდექსირებისას (ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც ჟურნალის ან პერიოდული გამოცემების ინდექსირებად) თითოეული მონაცემთა ბაზის პუნქტი წარმოდგენილია აღმწერთა ტერმინების ნაკრებით და ზოგ შემთხვევაში კლასიფიცირებული კოდით. მონაცემთა ბაზის ინდექსირება ჩვეულებრივ იყენებს კონტროლირებულ (შემოწმებულ)ლექსიკონს ან თეზაურუსებს (ლექსიკონ-საგანძურის პონტია :D ) საიდანაც ინდექსიზაციის სპეციალისტები არჩევენ შესაფერის ტერმინებს.
რაოდენობა და ფარგლები არჩეული ტერმინებისა განისაზღვრება რედაქციის, მოცემული მომაცემთა ბაზის სარედაქციო პოლიტიკით შიდა ან სპეციალურად გაწვრთნილი ინდექსირების სპეციალისტებზე, რომლებიცს ჩვეულებრივ ახორციელებენ ინდექსირებას.
ვებ ინდექსირება (ან ინტერნეტ ინდექსირება)არის ინდექსირების ტიპი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ორივე სახის ტერმინებში, როგორც ჟარგონულ, ისე აქტუალურ პრაქტიკაში. ვებ ინდექსირება იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
წიგნის -ბოლო სტილის ინდექსირება (მოიხსენიება როგორც A-Z ინდექსირება, რომელიც იყენებს კოდირებულ ინდექსურ ბმულებს ვებ-საიტებში).
სუბიექტთა ხეების ინდექსირება - ძირითადად კლასიფიკაციაა, რომელიც ახდენს ვებ-საიტების კატეგორიზაციას და აწვდის მათ ე.წ. საკვანძო სიტყვებს ძიებისათვის.(მაგ, YAHOO.COM)
ძიების ძრავიანი ინდექსირება - უფრო ზუსტად აღწერს როგორც ავტომატურ ინდექსირებას ვებ საიტებისა, რომელშიც (1)ვებ-საიტები იძებნება მომხმარებლის შეკითხვა -ტერმინის საფუძველზე და (2) სიტყვების ინდექსია მოძიებული და სადაც ისისნი ძირითადად იძებნებიან და (3) იგივე საკითხების მომავალი ძიებისთვის გამოიყენება შენახული ინდექსი.
ვებ ინდექსირების მრავალფეროვნების გამო, საინტერესოა ის, თუ ვინ რა სახის ინდექსირებას აკეთებს , მაგალითად A-Z ინდექსირებას აკეთებენ თავისუფალი კონტრაქტორები, უფრო ხშირად წიგნის ინდექსირების სპეციალისტები და ა.შ.
შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ხელსაწყოებს შეუძლიათ აწარმოონ ინდექსები.ისინი იყენებენ მრავალფეროვან ტექნიკებს, ეფექტურობა, რომლებიც დამოკიდებულია ცვლადებზე, როგორებიცაა ღირებულება, დროში შეზღუდულობა, ტიპი და ზომა ფაილებისა, რომლებსაც ინდექსები უნდა მიენიჭოს და ინდივიდუალურ პრეფერენციებზე.
ინდექსირების ამერიკული ასოციაცია (ASI) გამოყოფს ინდექსირების რამდენიმე ხელსაწყოს:
მარტომდგომ ხელსაწყოებს
ჩართულ ინდექსირების ხელსაწყოებს
მონიშნულ და საკვანძო სიტყვებიან ხელსაწყოებს, რომლებიც საშუალებას აძლევს ინდექსირების კოდებს (უხილავი ტექსტის ნაცვლად) მიებან ელექტრონულ ტექსტს და შექმნან ძლიერ კოდირებული გადასვლები, ვებ-ბმულების მსგავსი, რომლებისც ეყრდნობიან მხოლოდ ავტორის მიერ გამოყენებულ ტექსტის სიტყვებს და არა ინდექსირების სპეციალისტის კონცეპტებს.
ავტომატური ინდექსირების პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც თან ახლავს სითყვათწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობას და აგებს სიტყვათა შეთანხმებებს.
თავისუფალი ტექსტისა და დატვირთული ტექსტის საძიებო ხელსაწყოები, რომელიც სიტყვებისა და ფრაზების ღირებულების მიხედვით მოქმედებს.
ინდექსები არიან საძიებო იარაღები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფორმაციული რესურსის გაანალიზებული კონტენტის მისაწვდომობას.(მაგ. არტიკლები ჟურნალებში, მოკლე მოთხრობები კოლექციებში, საკონფერენციო პროცედურათა ქაღალდებში და ა.შ.).თუმცა წიგნის ბოლოს განთავსებული ინდექსები უზრუნველყოფენ მხოლოდ ერთი ნაშრომის გაანალიზებული კონტენტის ხელმისაწვდომობას.ისინი არ არიან ამ შემთხვავაში საძიებო ხელსაწყოები. ისინი მზადდება ნაშრომის პუბლიკაციისთვის და არა ბიბლიოგრაფიული კონტროლის უზრუნველსაყოფად. კატალოგებისგან განსხვავებით ინდექსები არ არიან ლიმიტირებული ხასიათის ლოკალური მოწყობილობის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე მათ შორის განსხვავებაა ისიც რომ ინდექსირება შეიძლება განხორციელდეს მომგებიანი ორგანიზაციების მიერ, მაგალითად როგორრიცაა „ამერიკელ ქიმიკოსთა საზოგადოება“
არსებობს კატალოგიზაციის სამი მეთოდი, ესენია :
KWIK (Key Word In Context) საკვანძო სიტყვების მითითება კონტექსტში.
KWOK (Key Word Out of Context) საკვანძო სიტყვების მითითება კონტექსტს გარეთ.
KWAK (Key Word Alongside Context), კომბინაცია წინა ორი მეთოდისა და გულისხმობს საკვანძო სიტყვების მითითებას კონტექსტის გასწვრივ.
აბსტრაქტირება
აბსტრაქტირება ეს არის პროცესი, რომელიც შედგება ინფორმაციული რესურსის კონტენტს ანალიზისგან და შემდეგ წერს მოკლე (შეკვეცილ) შეჯამებას ან სინოპსისს ამ სამუშაოსა. როგორც წესი, აბსტრაქტირება კეთდება აკადემიური პუბლიკაციებისათვის ან პროფესიული ჟურნალებისთვის. სიგრძე, სტილი და დეტალების რაოდენობა აბსტრაქტში შეიძლება ძალიან იყოს დამოკიდებულითავის განსაზღვრულ აუდიტორიაზე. აბსტრაქტი არ არის არც ნამუშევრის მიმოხილვა და არც შეფასება და ინტერპრეტაცია იმ ნამუშევრისა, რომლის აბსტრაქტსაც ის წარმოადგენს. თუმცა ის შეიცავს საკვანძო სიტყვება და კონცეპტებს ტექსტიდან. აბსტრაქტი უფრო მეტად წარმოადგენს ორიგინალ დოკუმენტს, ვიდრე ამონაწერ პასაჟებს. ტექნიკურად აბსტრაქტი არის შეჯამებული ტექსტი. პრაქტიკაში, დასრულებული აბსტრაქტი მოიცავს ორივეს, ნაშრომის აბსტრაქტირებულ სათაურსაც და შემაჯამებელ ტექსტსაც.
აბსტრაქტი კეთდება, როგორც ავტორის, ისე სპეციალურად გაწვრთნილი (დატრენინგებული) ინფორმაციის პროფესიონალების მიერ. სამეცნიერო ჟურნალები ხშირად ითხოვენ, რომ სტატიას თან უნდა ახლდეს აბსტრაქტი, რომელსაც ავტორები დაამტკიცებენ თავიანთი პუბლიკაციებისათვის. რუბრიკები , რომლებიც იწარმოება ჟურნალის გამომცემლობებისგან, შეიძლება იყოს არამუდმივი ან ბუნდოვანი და გამოქვეყნებული აბსტრაქტების ხარისხმა შეიძლება მოიტანონ ცუდი შედეგები. აბსტრაქტები იწერება, როგორც ცონტრაქტორი პროფესიონალების, ისე გამომცემლობის შიდა საშტატო პერსონალის მიერ. სარედაქციო პოლიტიკა ამ შემთხვევაში ვალდებულია უხელმძღვანელოს აბსტრაქტორებს. სარედაქციო პოლიტიკა ყველა შემთხვევაში არაა ერთიდაიგივე, მაგრამ ერთნაირად პასუხისმგებელია აუდიტორიის სპეციფიკურ საჭიროებებზე.
აბსრტაქტებს გააჩნიათ გამოყენების რაოდენობა ინფორმაციულ ორგანიზაციასა და ძიებაში.
მომხმარებელთა საჭიროება დარჩნენ ინფორმირებულები ამ სფეროში თუ საკითხში შეიძლება გადაიჭრას ამ საკითხთან დაკვშირებული მიმომხილველი აბსტრაქტით. დამწყები და არამართო დამწყები მკვლევარები ცდილობენ იხელმღვანელონ აბსტრაქტში ნაპოვნი და ჩამოთვლილი ლიტერატურით ამა თუ იმ საკითხზე, ვიდრე დრო დაუთმონ მთლიან ტექსტებს. აბსტრაქტი ეხმარება მკითხველს წაკითხვის გადაწყვეტილების მიღებაში, ამავე დროს ერთდოულად იძლევა შესაძლებლობას სტატიის სრული ვერსია ზერელედ გადაიკითხო და გადახტე ერთი ადგილიდან მეორეზე. ხშირ შემთხვევაში არა ინგლისურენოვან სტატიას ახლავს ინგლისური აბსტრაქტები, მკითხველს ამით საშუალება ეძლევა გადაწყვიტოს ღირებულებისა და დროის მიხედვით ეფექტურია თარგმნოს მთლიანი ტექსტი თუ არა. ბიბლიოტეკარებმა და სხვა ინფორმაციის პროფესიონალებმა აღმოაჩინეს, რომ აბსტრაქტი ეხმარება ადამიანს სასურველი ინფორმაციის ძიების პროცესში სიჩქარის თვალსაზრისით. მონაცემთა ბაზების ინდექსატორები, რომლებიც ახდენენ ინდექსირებას მხოლოდ სათაურისა და ტექსტის აბსტრაქტის მიხედვით ითხოვენ, რომ აბსტრაქტი უნდა დაიწეროს უფრო კარგად და ფაქიზად.(ფრთხილად)
No comments:
Post a Comment