Monday, April 9, 2012

ინტერნეტი


ინტერნეტი არის ბილიოთეკის მსგავსი, სადაც ყველა წიგნი არის ერთად დაყრილი და არ არის კატალოგი. ბევრი წლის განამავლობში დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ეპოვათ გზა ინტერნეტის მეტად გასაკონტროლებლად. თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვიტყვით, რომ ის ორგანიზებულია. ის იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ჩვენმა ძალისხმევამ აზრი  შეიძლება რამდენიმე თვეში დაკარგოს. 
ინტერნეტის ორგანიზების სხვადასხვა მიდგომები არსებობს. ორგანიზების თავდაპირველი მცდელობა ტრადიციული საბიბლიოთეკო სისტემა იყო. ბიბლიოთეკარები ადგენდნენ ბიბლიოგრაფიებს ვებ გვერდებისათვის. ზოგიერთმა ამ ბიბლიოგრაფიებიდან მიიღეს პორტალები დაკარიბჭეებიინტერნეტში (INFOMINE.com) -არის მაგალითი რამდენიმე ბიბლიოთეკის თანამშრომლობით შექმნილი პორტალის. ეს არის ინტერნეტ რესურსების ვირტუალური ბიბლიოთეკა. სისტემა სრულდება იმ ბიბლიოთეკარების მიერ, რომლებაც შექმნეს მეტამონაცემები. სისტემას ასევე აქვს ავტომატური და ნახევრად-ავტომატური მეტამონაცემების ჩანაწერის ამოღება ვებ-მხოხავებიდან J.
ბიბლიოთეკარებს უპირისპირდებოდნენ იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც მუშაობდნენ მეტამონაცემების სტანდარტზე სახელად Dublin core , 15 ელემენტისგან შედგენილი ვებ რესურსები აღსაწერად. 1990 -დან  OCLC- შექმნა გზა ბიბლიოთეკარებისთვის ონლაინ რესურსების ერთობლივი კატალოგისათვის და გაამზადა ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა მნიშვნელოვანი ვებ რესურსების აღსაწერად. ეს სისტემა ხელმისაწვდომია OCLC- ინტერფეისტან კავშირით. დაკავშირებისას შეგიძლიათ აირჩიოთ ან ტრადიციული MARC/AACR2 ან Dublin core ფორმატი. კავშირის (Connexion) მნიშვნელოვანი ბუნება, ინტერნეტში ორგანიზებასთან დაკავშირებითგარკვეული საგნების მიგნების განვითარების დებულება.
გაცილებით მეტი სამუშაო ინტერნეტში ძიებისა და ორგანიზებისათვის ჩაატარეს სხვა პირებმა ვიდრე ბიბლიოთეკარებმა. მაგ, საძიებო ძრავები განავითარეს კომპიუტერის მეცნიერებმა და პროგრამისტებმა. ადამიანების უმრავლესობა აფასებს საძიებო ძრავებს, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იმედგაცრუებული დარჩნენ, რადგან ძრავში არ არის მეტი შერჩევა და სიზუსტე. პროგრამების დაობობებისუმრავლესობა იგზავნება საიტების საპოვნელად რომ დაემატოს ინდექსებში მხოლოდ ტექსტი. გრაფიკები და ფოტოები შეიძლება ასეთად აღიარებულია, მაგრამ არ შეიძლება იყოს  ინტერპრეტირებული თუ ახლავთ ტექსტი ან ეტიკეტი. გარდა ამისა ამ პროგრამებს არ შეუძლიათ გაანალიზება საიტის მიზნის, ისტორიის, პოლიტიკის და .. სიტუაციის გასაუმჯობესებლად მუშაობს სხვადასხვა სახის მეტამონაცემები ინტ. რესურსებისათვის, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება აიკრიფოს რობოტისგან საწყისი მეტამონაცემებიდან რომ დაემატოს საიტს მისივე ავტორისგან ან ვინმემ სცადოს აღწერა და გაანალიზება რესურსის. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის მეტამონაცემების გამოყენებამ შეინარჩუნა მისი გამოყენების ყველაზე საწყისი. სწორად გამოყენებული მეტამონაცემები შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას საიტის არატექსტური ნაწილის შესახებ, მისი ისტორიის და კონტენტის და .
არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომატურად უკეთებს კლასიფიცირებას და ინდექსაციას ელ დოკუმენტებს. მაგრამ ავტომატური ხელსაწყოები კლასიფიკაციას ადამიანისაგან განსხვავებულად ახდენს. ინფორმაციის ბევრ ინსტიტუტებს აქვთ ინტერესი ამ ტიპის პროგრამებისადმი. მაგრამ მათი შედეგი ჯერ დიდი ვერაა. სანამ ამ სისტემების გაუმჯობესება მნიშვნელოვანია, ისინი არ იქნება უფრო მეტად გამოყენებადი, ვიდრე ადამიანები ინდექსაციისა და კატალოგირებისათვის. Yahoo რესურსების კატეგორიებს ალაგებს და ინდექსაციას ახდენს ფართო სფეროების ადამიანების გამოყენებით. Google -მა დაიწყო ინტერნეტში ძიების დომინირება, დირექტორია საიტებს ალაგებს პოპულარობის მიხედვით. თუმცა კატალოგირება და კლასიფიკაცია მოითხოვს ინტელექტუალურ ძალისხმევასაუცილებელია, რომ სულ მცირე რამდენიმე სამუშაო უნდა იყოს ავტომატური, რადგან მუდმივად იზრდება ონლაინ ინფორმაცია
 OCLC ავითარებს პროდუქტებს და ასპონსორებს კვლევის პროექტებს რომლის შედეგებითაც შესაძლებელი იქნება საბიბლიოთეკო კლასიფიკაციის სქემების გაუმჯობესება, კატალოგირების პროდუქტიული ხელსაწყოების და ახალი წინადადებები მეტამონაცემების შექმნისა და შენარჩუნებისათვის.  INFOMINE-ის მკვლევარებმა განავითარეს სისტემა, რომელიც ავტომატურად ავალებს ნოტაციებისა და სასაქონლო სათაურის კლასიფიკაციას.
ზოგს სწამს, რომ ინტერნეტში ინფორმაციის ორგანიზება შეუძლებელია, ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია ძიებისათვის და შთამომავლობისათვის, იქნება მიყვანილი ორგანიზაციული კონტროლის ქვეშ.  იმ პრინციპების სწავლა თუ როგორ ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში ბეჭდური ინფორმაციის ორგანიზება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ელექტრონული რესურსების ავტომატური დამუშავებისათვის. ახლა ძალისხმევა მიმართულია, რომ შეიქმნას სემანტიკური ვებგვერდი  სადაც მონაცემები განისაზღვრება შინაარსობრივად დაკავშირებული ინფორმაციის უფრო ეფექტური აღმოჩენისათვის. ეს ძალისხმევა კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ადამიანის მიერ ინფრომაციის ორგანიზების სურვილისა.


No comments:

Post a Comment