დროთა განმავლობაში ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ცოდნას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მათი გადარჩენისთვის. 1980 წლიდან კი, ადამიანები მიხვდნენ, რომ ცოდნა იმავე სასაიცოცლო მნიშვნელობის მატარებელი იყო ორგანიზაციებისთვის - ცოდნას შეეძლო გადაერჩინა მათი ორგანიზაციები. ამ დროიდანვე დაიწყო ფიქრი, როგორ შეიძლოებოდა ადამიანში დაგროვილი ცოდნის შენახვა, ისე რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო სხვისთვისაც. ტექნოლოგიური განვითარება და ცოდნის მენეჯმენტი ორგანიზაციებს ნაკლებ დანახარჯებს- ნაკლებ მუშახელს უწინასწარმეტყველბდა. ამ დროსვე დაიწყო ფიქრი ინფორმაციის კარგი საცავების შექმნაზე, რომლებიც გამოადგებოდა თაობებს, რითაც ადვილი გახდებოდა ადამიანს „ემართა ცოდნა“.
ინფორმაციას
იმდენადვე მნიშვნელოვანი როლი აქვს ორგანიზაცებისთვის, როგორც ადამიანებისთვის.
მაგალითად, ადამიანები ხშირად გადაწყვეტილებას იღებენ გარკვეული ცოდნის საფუძველზე,
რომელიც მათ ცხოვრების განმავლობაში დააგროვეს - შვილებმა მშობლებისგან იციან,
როგოპრ უნდა მართონ შთამომავლობით ბოძებული ორგანიზაციები. ამდაგვარ ცოდნაზევეა
დამყარებული ორგანიზაციების გადაწყვეტილებები და ქმედებები.
ცოდნის
შესანახად აუცილებელია სპეციალური გარემო, რადგან ცოდნა თავისით ვერ შეინახება.
ამით შესაძლებელი იქნება დანახარჯების შემცირებაც, რადგან ერთი და იმავე ცოდნის
მისაღებად არარ იქნება საჭირო დამატებითი ხარჯების გამოყოფა. არსებული ცოდნის
სხვისთვის ბგასაზიარებლად და დაგროვილი ცოდნის ადვილოად მოსაძებნად აუცილებელია
მისი სწორად დალაგება - მენეჯმენტი.
ცოდნის
მართვაზე მუშაობა დაიწყეს 1995 წელს. თავდაპირველად ეგონათ, რომ ცოდნა შეიძლებოდა
მხოლოდ ყოფილიყო ცოცხალი არსების შიგნით - ადამიანში და მისი შენახვის შეუძლებელი
იყო ელექტონულ გარემოში. სინამდვილეში კი, ცოდნა სპირალური ხასიათისაა და მისი
გაზიარება აუცილებლია, რათა აზრის გაცვლით შეიქმნას ახალი ცოდნა. სწორედ ამიტომ, ადამიანები
მივიდნენ დასკვნამდე, რომ უნდა შეიქმნას ცოდნის საცავები და ცოდნის მართვის
ბერკეტები, რომლითაც შესაძლებელი გახდება ცოდნის გავრცელება და მართვა.
ამ აკითხზე
მომუშავე მეცნიერები ამბობდნენ, რომ ცოდნის მართვის -ცოდნის მენეჯმენტის
გასატარებლად, აუცილებელია - ინფორმაციის სწორი შერჩევა, სწორად გააზრება
რესურსების, სწორი აღრიცხვა. რაც გულისხმობს, რომ ინფორმაციის დამუშავებისას
გათვალისწინებული უნდა იყოს სამიზნე ჯგუფი - ვინ სთხოვს ინფორმაციას, ვისთვის
იქმნება და რამდენად ხელმისაწვდომია სამიზნე აუდიტორიისთვის.
No comments:
Post a Comment