1) ყველა ავტორი (ძირითადი, მეორადი; პერსონალური, კორპორატიული) გაერთიანებულია თუ არა ერთსა და იმავე ავტორის ინდექსში?
2) როგორ იძებნება ავტორი?
3) თუ გამოყენებული საკვანძო სიტყვით ძიება, რომელი ველები იძებნება?
4) შესაძლებელია თუ არა ჩანაწერის მოძიება სათაურის ფორმის ან ჟანრის მიხედვით?
5) როგორ შეუძლია მომხმარებელს "ავტორის" და "ავტორის შესახებ" ჩანაწერების პოვნა?
ეს მხოლოდ რამოდენიმე კითხვათაგანია, რომლებიც შესაძლოა მომხმარებელმა დასვას ახალი ძიების დაწყებისას. სტანდარტიზაციის განსხვავებულობის გამო, პასუხებიც შესაბამისად იცვლება სისტემიდან სისტემაში.
არსებობს ძიების 3 ტიპი: ზუსტი ძიება (an exact match search), გაფართოებული ძიება (browse search) და ძიება საკვანძო სიტყვით (keyword search). მომხმარებელმა უნდა იცოდეს, თუ რომელი ძიებაა "ავტორზე" სისტემაში გამოყენებული. შესაძლოა მათ არ იცოდნენ ამ ძიებებს შორის რა განსხვავებაა. ეფექტურობისთვის, მან უნდა იცოდეს, თუ როგორ ეძებს სისტემა ცალკეულ ჩანაწერს. მაგ.: თუ ძიების ველში ჩავწერთ "Smith William"-ს, სისტემა ზუსტად იმ ჩანაწერებს იპოვის, სადაც ეს სიტყვებია ერთად გამოყენებული, არც მეტი და არც ნაკლები (an exact match search). თუ ჩავწერთ Smith William-ს, მაშინ იპოვის ყველა იმ ჩანაწერს, რომელიც ამ სიტყვებით იწყება (browse search). ხოლო თუ ჩავწერთ "Smith"-ს ან "William"-ს, მაშინ იოპვის ყველა იმ ჩანაწერს, სადაც გვხვდება Smith-იც და William-იც (keyword search).
ამ მაგალითებიდან გამომდინარე, თუ მომხმარებელს სურს ნახოს ჩანაწერი ზუსტად "William Smith"-ზე, რომლის საშუალო სახელი (middle name) ან თარიღები არ იცის ან არ ახსოვს, მაშინ ზუსტი ძიება ან საკვანძო სიტყვით ძიება არ არის მისთვის რეკომენდირებული. გაფართოებული ძიება ერთადერთი გამოსავალია ამ შემთხვევაში.
საკვანძო სიტყვით ძიების რეზულტატი განსაზღვრულია სფეროების მიხედვით, რომელიც იძებნება სისტემაში. ზოგიერთ სისტემას აქვს "generic keyword searches" (საერთო საკვანძო სიტყვით ძიება), რომელიც ეძებს თითქმის ყველა ჩანაწერის სფეროს(გენერალური საკვანძო სიტყვის ინდექსი შექმნილია სისტემის მიერ). სხვა შემთხვევაში, არჩევანი შეიძლება გაკეთდეს საკვანძო სიტყვის ძიების ტიპზე. აქ შესაძლოა იყოს განცალკევებული ღილაკები ან ჩამოშლადი მენიუ (pull-down menus), სადაც მომხმარებელს შეეძლება მიუთითოს იმ საკვანძო სიტყვით ძიების ტიპი, რომელიც მას სურს (მაგ.: subject keyword, title keyword, author keyword, etc.). ეს სხვადასხვა სისტემაში სხვადასხვაგვარია. მაგ.: ზოგიერთი "subject keyword"-ის ინდექსი შეიცავს მონაცემებს ობიექტის სათაურის ველზე, შინაარსის შენიშვნების და სათაურის ველებს, როდესაც სხვები მოიცავენ მხოლოდ ობიექტის სათაურის ველს. შენიშვნების ველი (note field) შეიძლება შეიცავდეს ობიექტის შენიშვნების ტერმინოლოგიას (subject-laden terminology), ამიტომ სისტემის დიზაინერები თითქმის არასოდეს გამოყოფენ მათ როგორც ველებს, რომლებიც შესაძლოა მოიძებნოს ობიექტის საკვანძო სიტყვით.
ფორმით/ჟანრით ძიება შედარებით ახალია და იმედოვნებენ, რომ მის კონცეფციას მომხმარებელი ადვილად გაიგებს. თუ მომხმარებელს აინტერესებს ავტობიოგრაფიები ან სპეციალიზებული ლექსიკონები, მაშინ ძიების ეს ტიპი მათ დიდ დახმარებას გაუწევთ ძიებისას. რამოდენიმე სისტემა იძლევა ფორმით/ჟანრით ძიების საშუალებას, მაგრამ რაც უფრო მეტი მეტამონაცემია ჩართული, მით უფრო იზრდება ძიების ამ ტიპზე საჭიროება. გარკვეული მასალების ძიებისას, რომლებიც მაგ.: ხელოვნებაში გამოიყენება, ხშირად ფორმით/ჟანრით ძიება აუცილებელია წარმატებული ძიებისათვის. ზოგიერთ სისტემაში ფორმით/ჟანრით ძიება შეუძლებელია, მაგრამ ხელმისაწვდომია ფორმის/ჟანრის დათვალიერება (form/genre browsing) "აღმომჩენი ინტერფეისების" (discovery interfaces) გამოყენებით (როგორებიცაა: AquaBrowser, Encore an Endeca), სხვადასხვა საძიებო ინსტრუმენტების შაშუალებით.
წლების განმავლობაში შკარა გახდა, რომ ყველა მომხმარებელს არ ესმოდა, თუ რა განსხვავება იყო ავტორის, სათაურის და საგნის მიხედვით ძიებებს შორის. ეს ნათელი გახდა მაშინ, როცა ბარათული კატალოგი (card catalog) ჩაანაცვლა გაყოფილმა კატალოგის ფორმამ (Divided catalog form). მომხმარებელი დაბნეული იყო, როცა პიროვნებას ეძებდა "როგორც ავტორს" ავტორის უჯრაში და ნაშრომებს "იგივე ავტორზე" საგნის უჯრაში. ეს პრობლემა გამოწვეული იყო იმით, რომ ზოგიერთ საბარათე კატალოგში "ავტორის ნაშრომები" და "ავტორის შესახებ ნაშრომები" "სახელის" კატალოგში იყო გაერთიანებული. მომხმარებელმა იცოდა, რომ როცა ნაშრომებს ეძებდა პიროვნებაზე, უნდა გამოეყენებინა საგნობრივი ძიება, მაგრამ პიროვნების ნაშრომების საპოვნე;ად უნდა უნდა გამოეყენებინა ავტორით ძიება. ან საკვანძო სიტყვის გამოყენებით მოძებნიდნენ და შედეგების ჩამონათვალში არეული იქნებოდა ნაშრომები ავტორზე და ავტორის ნაშრომები, და კიდევ ყველაფერი ის, რაც მონაცემთა ბაზის მიერ იქნებოდა წაკითხული.
საწყისი არტიკლები
Initial Articles
აქ საუბარია a, an და the არტიკლებზე. ზოგიერთ სისტემაში არის ინსტრუქციები მათ გამოყენებასთან დაკავშირებით. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს ისინი. მაგრამ თუ ძიება მაინც შეიცავს მათ, სისტემამ შესაძლოა:
- დააბრუნოს შეტყობინება, რომელიც მომხმარებელს არანაირ ინფორმაციას არ აძლევს
- გააფრთხილოს მომხმარებელი შეტყობინებით, რომ მოაცილოს არტიკლი და კიდევ სცადოს
- შეასწოროს არტიკლი
- მომხმარებლის შეტყობინების გარეშე წაშალოს არტიკლი და დაასრულოს ძიება
დაკონკრეტება, ლოგიკური ოპერატორები და მიმსგავსება
Truncation, Boolean Operators, and Proximity
მომხმარებელს სჭირდება რომ იცოდეს, არის თუ არა დაკონკრეტება ავტომატური (automatic right-truncation) და თუ არა, მაშინ რომელი დაკონკრეტების სიმბოლო გამოიყენება.
ავტომატური დაკონკრეტება მაშინ ხდება, როცა მომხმარებელი საძიებელ სიტყვას წერს და სისტემა უბრუნებს ძიების შედეგად ყველაფერს, რაც ამ სიტყვით იწყება. მაგ.: თუ ჩავწერთ catalog-ს, შედეგად მოგვცემს შემდეგ სიტყვებს: catalog, catalogs, cataloger, catalogues, cataloging და ა.შ. და თუ დაკონკრეტება არ არის ავტომატური, მაშინ შესაძლოა შემდეგი სიმბოლოები იქნას გამოყენებული: #, *, $ ან რიცხვითი სახელები. მაგ.: წინა მაგალითს თუ ავიღებთ ისევ, კონკრეტულ შედეგზე გასასვლელად უნდა ჩაგვეწერა ასე: "catalog#". მაგრამ ეს სხვადასხვა სისტემაში განსხვავებულია. ასევე მაგ.: ცალკეულ სისტემებში სათაურით ან ავტორით ძიებისას სასურველია ავტომატური დაკონკრეტების გამოყენება, ხოლო საკვანძო სიტყვით ძიებისას, მომხმარებელმა უნდა მიუთითოს დაკონკრეტების სიმბოლო.
ლოგიკური ოპერატორები გამოიყენება, როცა ვეძებთ არა ერთ, არამედ რამოდენიმე სიტყვას, მაგრამ გზები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. თუ ცარიელი ადგილია საძიებო სიტყვებში გამოყენებული, ეს შეიძლება იყოს AND ან OR. ბევრი ონლაინ კატალოგი მაშინაც ახორციელებს ძიებას, როცა რამოდენიმე ტერმინით ხდება ძიება და თითქოს ჩასმულია AND-იც. როცა ლოგიკური ოპერატორი წერია საძიებო სიტყვებს შორის, მაშინ მომხმარებელმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა ოპერაცია სურს შეასრულოს. მაგ.: თუ ჩავწერთ "catalogs OR indexes AND Libraries", შესაძლოა ვერ მივიღოთ სასურველი შედეგი. უკეთესი ვარიანტია, თუ ამ ჩანაწერს ასე ჩავწერთ: "(catalogs OR indexes) AND Libraries". ლოგიკური ოპერატორები ყველა სისტემაში არ გამოიყენება.
მომხმარებელმა უნდა იცოდეს მიმსგავსების (proximity) ფორმულირებებზეც. მიმსგავსების ფორმულირება ხშირადაა საჭირო ინდექსებში და ზოგიერთ საძიებო სისტემაში, მაგრამ ნაკლებად საბიბლიოთეკო კატალოგში. მიმსგავსებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგ.|: w2 და w/2 სხვადასხვა სიტყვებია.
პუნქტუაცია
Punctuation
პუნქტუაცია შესაძლოა მომხმარებლისთვის დიდი გაუგებრობის საგანი გახდეს. როცა საქმე გვაქვს ახალ სისტემასთან, თავს იცჰენს უამრავი სეკითხვა, რომელზეც აუცილებელია პასუხი გაეცეს.
მაგ.:
- გამოიყენება თუ არა ბრჭყალები ( " " ) ზუსტი ფრაზის მითითებისას?
- გამოიყენება თუ არა აპოსტროფი (') და რამდენად გასაგებია იგი?
- საჭიროა თუ არა მახვილის ნიშნის დაწერა?
- პუნქტუაციის ყველა ნიშნის გამოყენებაა საჭირო თუ რაიმე სიმბოლოებით შეიძლება ჩავანაცვლოთ ან ზოგი საერთოდ წავშალოთ?
- არსებობს თუ არა შეყვანის სპეციალური წესები, რომლებიც პუნქტუაციას ეფუძნება და რომელმაც შესაძლოა "ჩაუშალოს" მომხმარებელს ძიების პროცესი?
- მაგ.: meta-data და metadata ერთმანეთის გვერდითაა შეტანილი შედეგების სიაში თუ განცალკევებული დეფისის (-) გამო?
მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სტანდარტიზაციის ნაკლებობამ ზეგავლენა მოახდინოს მომხმარებელზე, არის J.H.Bowman-ის სტატია, რომელიც საუბრობს, თუ როგორაა "&" და "-" სხვადასხვა ონლაინ კატალოგში გამოყენებული. ეს სხვადასხვა სისტემაში განსხვავებულია.
მაგ.: "-" ზოგგან იგულისხმება როგორც:
- თავისუფალი ადგილი
- ნული (არაფერი)
- ორივე
- ლოგიკური ოპერატორი "NOT"
"&"-ის ვარიაციებია:
- ლოგიკური ოპერატორი "AND"
- ნული
No comments:
Post a Comment