Thursday, May 19, 2011


                        ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემები (ისს)
                                    (Integrated Library Systems, (ILS))
ბიბლიოთეკებში ხშირად გამოიყენება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა (ისს) , რომელიც მეტია ვიდრე უბრალოდ ელექტრონული კატალოგი (OPAC). ისს არის გაერთიანებული მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მოდულს, რათა შეასრულოს სხვადასხვა ფუნქციები. მისი მიზანია ხუთი ან ექვსი დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზის ინტეგრირება ერთ მთლიანობად. სასუკეთესო დადებითი მხარეები არის : ინფორმაციის გაცვალა სხვადასხვა მოდულებს შორის, მონაცემთა დუბლირების შემცირება. ისს–ს შეიძლება ქონდეს კატალოგიზაციის, ცირკულაციის, ციფრული მასალის მართვის, ფონდების მენეჯმენტის, ბიბლიოთეკათაშორისი აბონიმენტის, ოპაკ–ის და სისტემური მართვის მოდულები. ისს ცნობილია, როგორც   ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მენეჯმენტის სისტემა, უფრო ხშირად კი საბიბლიოთეკო ჰაუსქიფინგის სისტემა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.
ისს–ს ისტორია
ვიდრე ისს შეიქმნებოდა, კომპიტერები უკვე გამოიყენებოდა ინფორმაციის ორგანიზებისათვის. როგორც მეორე თავში ავღნიშნეთ, 1960-70იან წლებში კომპიტერი გამოიყენებოდა წიგნებისა და მიკროფირების კატალოგის შესაქმნელად.  მაშინდელი კომპიუტერები არ იყო იმ ფორმის რასაც დღეს ჩვენ ვიყენებთ, იმ დროს გამოიყენებოდა კომპიუტერები, რომელიც იყო მოცულობით დიდი და იმართებოდა დასტების  რეჟიმით(batch mode). სწრაფი ძიება კომპიუტერში ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი. საქმე (მაგ. შეკითხვები) ჯერ იგზავნებოდა დასტაში, და ხშირად შედეგი ხელმისაწვდომი ხდებოდა მხოლოდ მეორე დღეს. ჩანაწერების განსაზღვრა ხდებოდა ადგილობრივად, როგორც მარკ–ის სტანდარტის ადრეულ ფაზაზე.  ბიბლიოთეკებში მხოლოდ 1970იან წლებში გამოჩნდა მინი კომპიუტერები, რომელსაც ქონდა ონლაინ წვდომა ინფორმაციაზე. იმისათვისრომ შექმნილიყო ელექტრონული კატალოგი, საჭირო იყო კონვერგენცია კომპიუტერული ძალის, მასობრივი საწყობების, დაბალი ფასების, პროგრამის , რომელიც დაიტევდა დიდი მოცულობის ფაილებს და უშუალოდ ფაილებს რომელებიც იქნებოდა ელექრონულ ფორმატში.
პირველი ავტომატიზებული საბიბლიოთეკო სისტემები შეიქმნა 1970იან წლებში. თავდაპირველად ეს იყო  კომერციული წარმოების პროდუქცია turnkey system. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მორგებულია ყველა სახის პროგრამული უზრუნველყოფის საჭიროებასთან. ამ პროდუქციის წარმოება ხშირად ხდებოდა კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად, მაგ. ცირკულაციისთვის. მას შემდეგ რაც, მეტი გამყიდველი გამოჩნდა ბიბლოთეკის ავტომატიზაციის ბიზნესში, დამატებითი მოდულები ემატებოდა, რომ გაზრდილიყო სისტემის ფუნქციური მახასიათებლები. მრავალმა სისტემამ კრახი განიცადა, მაგრამ 1980იან წლებში დაიწყო ახალი თაობის ელექტრონული კატალოგების  წარმოება, რომლებსაც ქონდათ გაცილებით დიდი შესაძლებლობები. უკანასკნელ წლებში, ზოგიერთი გამყიდველი ფოკუსირებულია, მხოლოდ კონკრეტული ტიპის ბიბლიოთეკებზე, და აწარმოებს მხოლოდ გარკვეული საჭიროების სისტემებს. ძველი სისტემები ძირითადად შეიქმნა შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს, ამ სისტემების უმრავლესობა ჩაანაცვლა კომერციულად განვითარებულმა სისტემებმა. კონგრესის ბიბლიოთეკა იყო, ერთ–ერთი უკანასკნელი სადაც იგივე განმეორდა, როდესაც მან ძველი შიდა კომპიუტერული სისტემა, რომელსაც იყენებდა დაახლოებით 30 წელი, ჩაანაცვა ახალი ცომერციული სისტემით Voyager–ით. (EX LIbries პროდუქტი). ძირითადი მიზეზი, რის გამოც კონგრესის ბიბლიოთეკა ახალ სისტემაზე გადავიდა იყო ის, რომ ამ სისტემით მას საშუალება ეძლეოდა სხვადასხვა მოდულების მონაცემებზე წვდომა განეხორციელებინა ერთი ფანჯრის პრონციპით.
ისს–ს განვითარება
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მოხდა ისს–ს მნიშვნელოვანად გაუმჯობესება. მიუხედავდ იმისა, რომ გაუმჯობესება ძირითადად ოპაკ–ზე აისახა, მთლიანობაში ამან დადებითი ზეგავლენა მოახდინა სისტემის სრულყოფაზე. ზოგიერთი ძირითადი ნაბიჯი: მაგ. Web-PACs (web-accessible catalogs) -ის შექმნა, Graphical user interface-ზე გადასვლა, ფართოდ გავრცელებული მომსახურების სისტემის არქიტექტურა, ინდუსტრიულ სტანდარტებთან დაკავშირებული მონაცემების გამოყენება, უნიკოდის მხარდაჭერა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ რამოდენიმე დამწერლობა და რამოდენიმე ენა, საკუთარის სერვისის გამოსახვის შესაძლებლობა, პერსინალიზებული ინტერფეისი, მომხამრებლის  შესახებ სინამდვილის დადგენის მექანიზმის შექმნა.
მრავალი წლის მანძილზე, ისს–ს მწარმოებლები აგრძელებდნენ ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მათ გააუმჯობესეს ისს–ს ცალკეული მოდულები: ციფრული ობიექტების მართვის პაკეტი, კოლექციების მართვა, წესებისა და უფლებების მენეჯმენტი. ახალი პროდუქტების გამო, ბოლო ხუთი წელია ინოვაციები რესურსების აღმოჩენის მხრივ იპყრობს დიდ ყურადღებას. Marshall Breeding–ს განცხადებით :
                     „რეაქცია  ბიბლიოთეკების მოთხოვნაზე, რომ კონკურენცია გაუწიონ სხვა ვებ მიმართულებებს, არის ის რომ პროდუქტის განვითარებასთან ერთად უნდა მოხდეს მარკეტინგული მიმართულების დახვეწაც, რაც გამოიხატება რელევანტური ინტერფეისის შექმნაში.“
 ამ რესურსებიდან ზოგიერთი, ისს–ს მწარმოებელი კომპანიების გარეთ დამზადდა, მაშინ როცა უმეტესი ნაწილი შეიქმნა ისს–ს  მწარმოებლების მიერ. ამ პროდუქციის უმეტესობა თავსებადია თითქმის ყველა სახის  ისს–სთან, და იყენებს XML დეკოდირებას, რომ შეაგროვოს ინფორმაცია Marc–ის ჩანაწერებიდან, ვებ–ბაზების მონაცემებიდან და სხვა წყაროებიდან.
 უკანასკელ წლებში, მზარდმა ინტერესმა ღია ინტერნეტ წყაროებზე, მიგვიყვანა ისს–ს რამოდენიმე სიცოცხლისუნარიანი  ღია–წყაროების განვითარებამდე.  მაგ. Evergreen. კომერციულ პროდუქტებთან შედარებით ისს–ს საბაზრო წილში, ღია წყაროების რიცხვი ჯერ კიდევ ცოტაა, მაგრამ მიიჩნევა,  რომ უახლოეს წლებში ბაზარზე მოთხოვნა მოიმატებს და მისი საბაზრო წილიც შესაბამისად გაიზრდება. 1990 წელს, იყო დაახლოებით 40 კომპანია რომელიც აწარმოებდა ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის პროგრამებს. 2008 წელს კი მხოლოდ ნახევარიღაა დარჩენილი იმავე ბიზნესში, რაც გამოიწვია კომპანიების გაერთიანებამ.
ოპაკ–ის განვითარება
 OPac (online public access catalog) - საჯარო ელექტრონული კატალოგი – არის ყველაზე ცნობილი ისს–ს მოდულებიდან და  არის ყველაზე გამოყენებადი სისტემა, თავისი დიზაინიდან გამომდინარე, რადგან მისი მოხმარება შეუძლიათ ადამიანებს, ვისაც არ გაუვლიათ სიღრმისეული ტრაინინგები OPac –ის გამოყებაში. Charles Hildreth აცხადებს :   “ მხოლოდ OPac–ი არის პირველი ძირითადი მონაპოვარი, რომელსაც მიაქვს ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის პროცესის სარგებლობა პირდაპირ მომხმარებლამდე, რაც გულისხმობს გაფართოვებულ წვდომას ბიბლიოთეკის კოლექციებზე, მათ ორგანიზებას და ბიბლიოგრაფიული მონაცემების ეფექტურ გამოყენებას. OPac–ი წლების განმავლობაში იკვლევს სისტემის დიზაინის ფოკუს–ჯგუფებს. სისტემის დიზაინის გამოცდა ხდება ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას.
 OPac -ის ევოლუციის აღსაწერად გამოიყენება ტერმინი „თაობები“ . 1980იან წლებში გამოჩნდა OPac–ის პირველი თაობა დაუმუშავებელი საძიებელი სია, რომელიც დაფუძნებული იყო ცირკულაციის სისტემის ჩანაწერებზე ან უბრალოდ MARC–ის ჩანაწერებზე. იმის გამო, რომ მათი მონაცემების წყარო იყო ბარათული კატალოგები და ადრეულ ელექტრონულ კატალოგები, ძიება ხორციელდებოდა მხოლოდ ავტორით და სათაურით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მხოლოდ „მარცხენა მხრიდან“. მაგ. თუ თქვენ ეძებდით წიგნს ინფორმაციის ორგანიზება, პროგრამა ძებნიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საძიებო სიტყვა იქნებოდა ინფორმაციის, ანუ ძიება ხორციელდებოდა სათაურის მხოლოდ პირველ სიტყვაზე. თვდაპირველად OPac –ის ინტერფეისი იყო პრიმიტიულ მენიუზე დაფუძნებული. ამ თაობის OPac–ს არ ქონდა ცნობარის სტრუქტურა. პირველი თაობის OPac–ი იყო მარტივი იმიტაცია ბარათული კატალოგის.
ძალიან ბევრ ადრეულ სისტემაში, ძიების შედეგი იყო „უკანასკნელი შიგნით, პიველი გარეთ“ პრინციპზე დაფუძნებული. რაც გულისხმობს, რომ ძიებისას პირველი გიჩვენებდა წიგნებს, რომლებიც ბოლოს იყო შეყვანილი. ამ თაობის სისტემები საკმაოდ არატოლერანტული იყო მკითხველის მიერ შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ეს სისტემები ძირითადად იყო წიგნის მოსაძებნი სია და მუშაობდა მხოლოდ მაშინ, თუ კარგად იცოდი რას ეძებდი.
1980იან წლებში გამოჩნდა  OPac–ის მეორე თაობა, რომელიც შეიქმნა წინამორბედის შეცდომების გათვალისწინებით და იყო გაუმჯობესებული ვარიანტი. ამ თაობაში განსაკუთრებით შეინიშნებოდა სამომხმარებლო ინტერფეისის გაუმჯობესება. ამ შემთხვევაში ძებნისას  უკვე გამოიყენებოდა საძიებო სიტყვები,რაც გულისხმობს იმას, რომ აღარ იყო საჭირო ზუსტი სათაურის ცოდნა, რადგან სისტემა ისედაც მოძებნიდა წიგნს, საკმარისი იყო მინიმუმ ერთი სიტყვის მითითება სათაურიდან. ამ თაობის OPac–ს შეეძლო ძიების შედეგით მანიპულირება და უზრუნველყოფდა უკეთეს დახმარებას. პირდაპირ გითითებდა სავარაუდოდ დაშვებული შეცდომის შესახებ.
 მეორე თაობის ოპაკ–ის პირველივე წლებიდან, განსხვავება მასსა და წინა თაობას შორის ნათლად ჩანდა. თუ მეორე თაობის შემდეგ ეტაპზე გადავალთ, ცალსახა მოსაზრება ამის შესახებ არ არსებობს. ზოგირთს მიაჩნია რომ მესამე თაობა ეს არის  WEBpacs with GUI interfaces ან  Z39.50 compliant systems , ნაწილს მიაჩნია რომ მესამე თაობა არის კატალოგები, რომლებიც ჯერ კიდევ საცდელ რეჟიმში მუშაობს. 1990იანი წლების შემდეგ დიდი ცოდნა დაგროვდა, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა E3 OPac–ი, რომელსაც ჯერ კიდევ არ მიაკუთვნებენ მესამე თაობის სისტემებს. E3 ოპაკ–ს ასე ქვია იმიტომ, რომ ის არის enhanced – გამოყენების თვალსაზრისით და ფუნქციურად გაზრდილი, expanded – გაფართოვებული მონაცემებისა და კოლექციების სიმრავლის თვალსაზრისით და extended – გაშლილი ქსელში, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ რაც შეიძლება მეტ კოლექციაზე იქნეს წვდომა.
 Hildreth დარწმუნებულია, რომ გაუმჯობესება გაგრძელდება და ეს იქნება მესამე თაობის OPac–ი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გამოყენებაში, და ას იქნება სისტემა სადაც კიდევ უფრო გამარტივდება ძიება და საძიებო სიტყვის ზუსტი ცოდნაც კი აღარ იქნება საჭირო. ამ თაობაში ოპაკ–ი გამოიყენებს რელევანტურ უკუკვშირის მეთოდებს, ექნება ყველაზე დიდი კოლექცია და იქნება ყველაზე მაშტაბური თავისი დაფარვის ზომით.
2006 წლის შემდეგ, დისკუსიები არ იმართება იმაზე , რომ OPac –ს გარკვეული ფუნქციები აკლია და ცვლილებები სასწრაფოდ აუცილებელია. მთავარი საკითხი ახლა არის თუ როგორი დიზაინის იქნება OPac–ის მომდევნო თაობა. დისკუსიები რომლებიც იმართება ფორუმებზე, ბლოგებზე ძირითადად ფოკუსირებულია იმაზე, რომ სწორად განისაზღვროს რა იქნება ოპაკ–ის მომავალი და რას გააკეთებს ის ამ გაგუგლებულ სამყაროში . შემდეგი თაობისადმი წაყენებუ მოთხოვნებს შორის არის :
·         შეიქმნას მარტივი ინტეფეისი, google-ის ან amazon -ის მაგალითზე
·         გამოიყენოს ფასეტური ძიება ( კაროლინის სახ. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ოპაკ–ს.)
·         არ იყოს მხოლოდ სუროგატი ჩანაწერები( სასურველია იყოს სრული ტექსტები, ციფრული ობიექტები და სხვა ორიგინალები)
·         იყოს უფრო მეტად web–2, მომხმარებელს მიეცეს საშუალება მეტი ჩართულობის.
·         რადიკალურად შეიცვალოს პლატფორმა, გახდეს ოპაკ–ი უფრო მეტად ბლოგს მიმსგავსებული.

ეს არის დაახლოებით ის სივრცე სადაც ინფორმაციის ორგანიზება და ინფორმაციული ტექნოლოგიები ერთმანეთს კვეთს. ეს არის საკითხი,  რომელზედაც დისკუსიები ჯერ კიდევ გრძელდება და ჩაერთეთ მასში.


წყარო : The Organization of Information / Arlene G. Taylor

No comments:

Post a Comment