Tuesday, May 24, 2011

ბიბლიოგრაფია და მთავარ მეტამონაცემთა სქემები (ISBD და AACR2)

ბიბლიოგრაფია და მთავარ მეტამონაცემთა სქემები

საბიბლიოთეკო სივრცეში შინაარსობრივი სტანდარტი, კოდირების სტანდარტამდე დიდი ხნით ადრე განვითარდა და ამჟამადაც აგრძელებს არსებობას ცალკეულ ინსტუმენტად. ამ ტიპის შინაარსობრივი სტანდარტების მაგალითები რომლებსაც განვიხილავთ ამ თავში არის ISBD და AACR2. 90იან წლებში დადგა მეტამონაცემების საჭიროება, განსაკუთრებით ელ.რესურსებისათვის, ამიტომაც შეიქმნა Dublin core და განვითარდა როგორც ზოგადი მიზნის სქემა. და MODS არის ყველაზე გვიან განვითარებული ზოგადი მიზნის სქემა.

I nternational S tandartd B ibliographic D description (ბიბლიოგრაფიული აღწერის საერთაშორისო სტანდარტი)

ISBD შეიქმნა 70იანი წლების დასაწყისში საკატალოგო ჩანაწერების საერთაშორისო გაცვლის ხელშეწყობის მიზნით:
აღწერის დროს გამოყენებული ელემენტების სტანდარტიზაცია (ყველა ვარიანტში უნდა ეწეროს გვარი ავტორის და სახელი სრულად და არ ეწეროს ინიციალები)
ამ ელემენტებისათვის გარკვეული თნმიმდევრობის დადგენა (მინიჭება) /ჯერ ვწერ გვარს და მერე სახელს ან პირიქით/
იმ სიმბოლოების სისტემების დაკონკრეტება, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ ელემენტების პუნქტუაციისათის (გვარი, სახელი. თუ სახელი. გვარი, თუ გვარი სახელი)

რამდენიმე ISBD არსებობს, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ კონსოლიდირებულ ვერსიას. თავდაპირველად არსებობდა სხვადა სხვა ISBD :
მონოგრაფებისთვის (ჩვეულებრივი წიგნი)
იშვიათი გამოცემებისთვის (ძველი წიგნები, რარიტეტები)
სერიული გამოცემები (ტომეულები და სხვ)
განგრძობითი რესურსები (ჟურნალ–გაზეთები)
კარტოგრაფიული მასალა
ელექტრონული რესურსები
არაწიგნადი მასალები (დისკები, )
ნაბეჭდი მუსიკა, ნოტები

ახლანდელმა ვერსიამ რომელსაც უწოდებენ ,,პირველადი კონსოლიდირებული რედაქცია’’ შეცვალა ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ISBD. (IFLA–ზე ISBD, ვებგვერდი.) სტანდარტის ამ რედაქციის ,,პირველადი კონსოლიდირებული რედაქცია’’ შჯამებითი განხილვა დაგეგმილი იყო 2009წელს.
როცა ISBD მიღებული იყო როგორც საერთშორისო სტანდარტი არსებობდა მოლოდინი, რომ კატალოგიზაციის ეროვნული სააგენტოები განახორციელებდნენ მის ინკორპორირებას (ჩართვა) კატალოგიზაციის საკუტარ ეროვნულ წესებში. მართლაც ის იყო ფართოდ მიღებული ბევრ ქვეყანაში და კატალოგიზაციის ეროვნულ წესებში ჩართული. ერთერთი მაგალითია ანგლოამერიკული კატალოგიზაციის წესები ე.წ. მეორე რედაქცია (AACR2R) რომელსაც განვიხილავთ ქვემოთ. ISBD მოითხოვს, რომ საინფორმაციო რესურსი აღწერის მეშვეობით იყოს სრულად იდენტიფიცირებული, წვდომის წერტილებისგან დამოუკიდებლად და ის მოიცავს 8 სფეროს:
სფერო 1: სათაური და პასუხისმგებელი პირი
სფერო 2: რედაქცია
სფერო3: სპეციფიური მონაცემები
სფერო 4: გამოცემა (სად და რომელ წელს გამოიცა) წარმოება (დისკი და ა.შ.) დისტრიბუცია და სხვა
სფერო 5: ფიზიკური აღწერა (მრგვალია, ბრტყელია, ქაღალდია და სხვა)
სფერო 6: სერია
სფერო 7: შენიშვები
სფერო8: რესურსის იდენტიფიკატორი და ხელმისაწვდომობის პირობები (საავტორო უფლებები და სხვ)


ორი ძირითადი რაღაც უნდა გვახსოვდეს ISBD მეშვეობით სუროგატი ჩანაწერის შექმნისას
ISBD პუნქტუაცია რომელიც წინ უსწრებს და განსაზღვრავს მონაცემის ელემენტს რომელიც მას მოსდევს მაგ. ომი და მშვიდობა: ანას გამგზავრება / ტოლსტოი

სათაური: ქვესატაური / პასუხისმგებელი
თითოეული სფერო მოიცავს ერთზე მეტ ელემენტს, ამიტომ მონაცემების თანმიმდევრობა წინასწარ არის განსაზღვრული ომი და მშვიდობა: ანას გამგზავრება / ტოლსტოი ის რომ ჯერ არის სათაური, მერე ქვესათაური და მერე ავტორი ეს არის წინასწარ განსაზღვრული.

სფერო 1 მოიცავს ძირითად სათაურს (TITLE PROPER) რომელსაც საინფორმაციო რესურს ანიჭებს მის არსებობაზე პასუხისმგებელი პირი. შეიძლება არსებობდეს ერთ სათეაურზე მეტი (ერთი და იგივე სათაური სხვადასხვა რამდენიმე ენაზე, შეიძლება ქონდეს ქვესათაური და ეს ყოველი ერთ წიგნზე იყოს განთავსებული) შეიძლება იყოს სხვა ინფორმაცია რომელიც სათაურის გასაგებად არის აუცილებეი, მაგ (კონფერენციის ადგილი და რიცხვი). ის რაც მოსდევს ძირითად სათურს და წინ უსწრებს სათაურის ელემენტის სხვა ქვეელემენტს ქვია GENERAL MATERIAL DESIGNATION (GMD). [GMD] მიუთითებს მასალის იმ კლასზე რომელსც მიეკუთვნება რესურსი. პასუხისმგებელი პირის ელემენტი პირველ სფეროში მოიცავს პირების სახელებს ან კორპორატიულ ინსტიტუციებს რომლებიც არიან პასუხისმგებლები საინფორამაციო რესურსის ინტელექტუალურ შინაარსზე, მაგარმ არ არიან პასუხისმგებლები მათ პრეზენტირაბსა და შეფუთვაზე. მაგ (CD ზე მოცემული იქნება მომღელის სახელი ვისი სიმღერაცაა ჩაწერილი ზედ, მაგრამ არ იქნება მისი მწარმოებელი კომპანიის სახელი)
Army of me [sound recording] : remixes and covers / Bjork
სათაური [კლასი(ხმოვანი ჩანაწერი)] : ქვესათაური / პასუხისმგებელი
სფერო2: მოიცავს ინფორმაციას საინფორმაციო რესურსის ვერსიის შესახებ და ის შეიძლება იყოს თხზულების ახალი რედაქცია, პროგრამული უზრუნველყიფის ახალი ვერსია (აბდეითი ან რეპრინტი ოღონდ უნდა მიეთითოს)ასევე შეიძლება შეიცავდეს პასუხისმგებელ პირსაც, მაგრამ ეს პირი უკავშირდება მხოლდ ამ აღწერილ ერთეულს.
6th ed. / revised by Richard L.DeGowin.
წითელქუდა მე–6 რედაქცია. / შესწორებები შეიტანა რიჩარდ გოლფმა (ნამდვილი ავტორი იწერება სფერო1 ში)
სფერო 3: მოიცავს მონაცემებს რომლებიც უნიკალურია კონკრეტული კალასის რესურსისათვის. მაგ სერიული გამოცემების აღწერისას მნიშვნრლოვანია თარიღისა და ტომი ნომრის მითითება. მე–3 სფერო გამოიყენება მხოლოდ გარკვეული ტიპის რესურსებისათვის. და ეს განსაზღვრულია ISBD კონკრეტული ეროვნული კოდით. ISBD თავისთავად გვაძლევს წესებსა და მაგალითებს კარტოგრაფიული რესურსების მათემატიკური მონაცემებისათვის მასშტაბი, მუსიკის ფორმატს ნოტებისთვის და თარიღსა და ნომრებს სერიული გამოცემისთვის. Vol. 1, no. 1 (Faal 1980)
პირველი ტომი, პირველი ნომერი (შემოდგომა 1980)



სფერო 4: მოიცავს გამომცემლის, მწარმოებლის და დისტრიბუტორის სახელს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინფორმაციო რესურსის გამოცემაზე. ამას გარდა ის მოიცავს გამომცემლის ან მწარმოებლის ან დისტრიბუტორის გეოგრაფიულ მდებარეობას, შეიძლება იყოს ერთზე მეტი სახელი ან მდებარეობა. განსაკუთრებით მნიშვნეოლანი ელემენტი რომელიც ფართოდ გამოიყენება არის რესურსის საჯარო გამოცემის თარიღი. მე4 სფერო ასევე გამოიყენება რესურსის ფიზიკური მწარმოებლის შესახებ ინფორმაციისათვის.
New Haven : Yale University Press, 2008.
გეოგრ. ადგილი : იელის უნივერსიტეტის გამომცემლიბა, გამოცემის თარიღი.

სფერო 5: მოიცავს საინფორმაციო რესურსის ფიზიკურ აღწერას, რომელიც შესდგება შემდეგი დეტალებისაგან:
რა ტიპის რესურსია?
ზომები a4 a5
ინფორმაცია ილუსტრაციების შესახებ
ინფორმაცია ფიზიკური მასალის შსახებ


ცხადია ეს სფერო არ არის განკუთვნილი ელექტრონული (ვებ) რესურსისთვის, თუმცა შეიძლება რაღაც სხვა ტიპის დეტალები იყოს მოცემული მაგ (ინფორმაცია ილუსტრაციებისა და მისი ფერების შესახებ შეილება იყოს მნიშვნელოვანი აღწერის ინფორმაცია ზოგიერთი ვების აღწერისას) მე–5 სფეროში ასევე აღწერენ თანდართულ მასალასაც, რომელიც ფიზიკურად ცალკე ნაწილია რესურსისა. მაგ (ინგლისურის წიგნს რომ მოყვება დისკი და დავალებების რვეული)
Xxxiii, 535p. :ill., maps; 25cm. +1answer book.
შეს ნაწილის გვერდი, ძირითადი ნაწ გვერდი. : ილუსტრირებული; წიგნის სიმაღლე. თანდართული წიგნი

სფერო 6: მოიცავს უფრო ფართო ბიბლიოგრაფიულ რესურსს რომელსაც ეს ინფორმაციული რესურსი ეკუთვნის. ეს შეიძლება იყოს სერია, ქვესერია ან მარვალნაწილიანი მონოგრაფია. სერია შეიძლება იყოს ცალკეული თხზულებების ჯგუფი, რომლების ერთმანეთს უკავშირდებიან დარგობრივად ან ფორმით ან გამოცემულია ერთი და იგივე ორგანიზაციის მიერ. მაგ. Library science Text Series ეს არის სერიის სახელწოდება და ამ სერიის ერთ ერთი ტომის სათაურია universal deising. შეიძლება იყოს ონფორმაცია არა მხოლოდ სათაურზე. მაგ უფრო ფართო ბიბლიოგრაფიული რესურსის სათაურს შეიძლება ქონდეს იგივე ტიპის დამატებითი ინფორმაცია როგორიც აქვს ძირითად სათაურს პირველ სფეროში. შეიძლება ასევე მას ყავდეს პასუხისმგებელი პრირი რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნის მაგ. ქართული მწერლობის 10ტომეულზე პასუხისგებლია აკაკი ბაქრაძე მაგრამ თითოეულ ტომზე კი მისი კოკრეტული ავტორი.
ISSN (inetnational standard serian number) სერიის საერთაშორისო სტანდარტული ნომერი. თუ გამოცემას აქვს ეს ნომერი ის იწერება მე6 სფეროში, ასევე აქ იწერება ტომის ნომერიც
(Historical preservation series ; v. 2)
სერიის სახელი ; ტომი.2

სფერო 7: მოიცავს შენიშვნებს რომელიც უკავშირდება საინფორმაციო რესურსს, მაგ ეს შეიზლება იყოს თხზულების ბუნება (ჰაგიოგრაფია) მიზანი,მხატვრული ფორმა; ენა. ძირითადად ეს სფერო თავისუფალი ფორმისაა: მაგ.
Includes inex. – ამ წიგნში მითითებულია ინდექსი

სფერო 8: მოცემულია რესურსის იდენტიფიკატორი, რომლის მინიჭება ხდება გამომცემლის მიერ და აღიარებულია საერთაშორისო სტანდარტით:
ISBN (International Standard Book Number.) წიგნის საერტაშორისო ნომერი ან ISSN . ეს სფერო შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას რესურსის ხელმისაწვდომობილ შესახებ. მაგ ხელმისაწვდომია მხოლოდ წევრებისთვის, მხოლოდ საჯაროდ და ა.შ. მაგ.
083796289620 (pbk.)
წიგნის საერთაშირისო ნომერი (რბილი ყდა)

ბარათებზე ASBD ჩანაწერი ფორმატის რამდენიმე ვერსია არსებობდა, მაგ. ბრიტანულ პრაქტიკაში ყველა სფერო ერთმანეთს მოსდევს მაგრამ ამერიკულში 1,5,7და 8 ახალი პარაგრაფიდან იწყებოდა, ანგლოამერიკულ კატალოგიზაციის წესებში ორივე ფორმა ბრიტანულის და ამერიკულიც მიღბულია. ამ ეტაპზე რადგან ბარათული კატალოგი არ გამოიყენება ფორმატის ამ სტანდარტმა დაკარგა აქტუალობა რადგან ჩანაწერი კეთდება მარკის ფორმატში, თითეულ სფეროს აქვს თავისი ლეიბლი მაგ პირველ სფეროს აქვს TITLE .

ანგლოამერიკული კატალოგიზაციის წესები ე.წ. მეორე რედაქცია 2002წლის განახლებული ვერსია (AACR2R)

AACR2R აღწერითი ნაწილი დაფუძნებულია ISBD. AACR2R შედგება შემდეგი თავებისაგან:
I თავი არის, ზოგადი აღწერითი ნაწილი. დანარჩენი თავები კი ეხება სხადასხვა ტიპის
პუბლიკაციების აღწერას.
2. თავი ეხება: წიგნები, პამფლეტები (პატარა ბროშურები) ნაბეჭდი ფურცლები
თავი: კარტოგრაფიული მასალა
თავი: ხელნაწერები
თავი: მუსიკა
თავი: ხმოვანი ჩაბაწერები
თავი: მოძრავი ნახატები და ვიდეო ჩნაწერები
თავი: გრაფიკული მასალები
თავი: ელ.რესურსები

10.თავი: 3 განზომილებიანი არტეფაქტებიდ არეალიები
11.თვი: მიკროფორმები
12თავი : განგრძობითი რესურსები

წესები დანომრილია ისე რომ ISBD სფეროები ემთხვევა თავის ნომერს
მაგალითები:




თითოეული თავი განსაზღვრავს ინფორმაციის იმ ძირითად წყაროს საიდანაც ინფორმაციის უმეტესობა არის აღებული მაგ. წიგნისთვის ინფორმაციის ძირითადი წყარო არის სატიტულო(ავტორი, სატაური, გამომცემლობა და ა.შ) ინფორმაცია. ძირითად წყაროს ენიჭება უპირატესობა იმ შე–ში როცა ელემენტები განსხვავდება ერთიდა იგივე საინფორმაციო რესურსის სხვადასხვა ნაწილებში მაგ. არის ხმოვანი ჩანაწერი და ამ ჩანაწერის იარლიყზე რომელიც არის მიკრული დისკზე აწერია სათაური და ეს სათაური განსხვავდება იმისგან რმელიც არის მუსიკალური ჩანაწერის კონტეინერზე. ამ შე–ში რაც დისკზე რაც აწერია იმას ენიჭება უპირატესობა. ისევე როგორც ISBD ში GMD პირველ სფეროში მიუთითებს ერთეულის კლასს ასევე AACR2R ში აღნიშნავს კლასს მაგ.
American women artists [slide] : the twentieth century
ამერიკელი ქალი არტისტები [სლაიდი(GMD)] მეოცე საუკუნე
კონგრესის ბიბლიოთეკა GMD–ის ჩამონათვალიდან რამოდენუიმეს არ წერს მაგ ტექსტი, კარტოგრაფიული მასალა, მუსიკა. ამ მოვლენას ეწოდება წესების კონგრესის ბიბლიოთეკისეული ინტერპრეტაცია. ამერიკაში AACR2R დანერგვა კონგრესის ბიბლიოთეკი პასუხისმგებლობაა AACR2R წესების გამოყენებისას, აუცილებელია იმ ინტერპრეტაციის გაცნობა. AACR2R– ში ISBDის მე–3 სფერო გამოიყენება მხოლოდ რუკებისათვის, ნოტებისათვის და სერიული გამომცემლობებისათვის. აქ არის რამოდენიმე მაგალითი რომელიც შეიძლება გამოყენებულიქნეს ამ სფეროში სხვადასხვა ტიპი სინფორმაციის ასაღწერად:
map: Scale 1>24,000; Plyconic proj.
printed music: Score and set of parts
serial: Vol. 1, no. 1 (Jan.1997)-



ACR2R განსაზღვრავს არწერის 3 დონეს:
პირველი დონე მოიცავს სტანდარტის შესაბამის მინიმალურ ელემენტებს (ძალიან ცოტა ელემენტს არწერს) ამ ტიპის აღწერას იყენებენ პატარა ბიბლიოტეკებში.
მეორე დონე არის ის დონე რომელსაც ძირითადად იყენებს კონგრესის ბიბლიოტეკა კატალოგიზაციის როს
მესამე დონე მოიცავს ყველა სესაძლებებლ ელემენტსრაც კი არსებობს კატალოგიზაციის წესებში, ეს დონე გამოიყენება მხოლოდ ძალიან იშვიათი ერთეულების კატალოგიზაციისას და მოცემულია 7.1 7.2 7.3 მაგალითები

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ACR2R–ის კიდევ ერთი დამატებითი ინტერპრეტაცია. კოოპერატიული კატალოგინგის პროგრამამ, program for cooperative cataloking (PCC). რომელიც მოქმედებს კონგრესის ბიბლიოთეკის გარეთ ,მაგრამ წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნის კატალოგერების თანამშრომლობით ჯგუფს, რომელმაც განსაზღვრა ძირითადი ჩანაწერების (core records) კომპლექტი. ACR2R აღიარებულია ეროვნულ დონეზე და იმისათვის რომ (core records ცანაწერი არიარებულ იქნეს საჭიროა რომ ის აკმაყოფილებდეს კატალოგერების მიერ შემუშავებულ მინიმალურ სტანდარტს(core records) . ეს (core records) გულისხმობს პირველი და მეექვსე სფეროს ცათვლიტ სრულ აღწერას და მე–8 სფეროს სრულად ხოლო მე–7 –ს ნაწილობრივ. მას მინიმალური სტანდარტი ეწოდება იმიტომ რამ გაცილებით ცოტა წვდომის წერტილები აქვს ვიდრე ACR2R.
ერთ–ერთი დამატებითი რესურსი აღწერის წესებისათვის არის: the concise ACR2R მაიკლ გორმანი. ამ წიგნს არ შეიძლება ერქვას სტანდარტული, ვინაიდან ის არის პერსონალური ავტორობით შექმნილი და არ ყოფილა მიღებული როგორც ოფიციალური სტანდარტი რომელიმე ჯგუფის მიერ, მიუხედავდ ამისა ის დაფუძნებულია ACR2R ზე გვთავაზობს ISBDის გამოყენების მარტივ სახემძღვანელოს რთული წესებისა და მაგალითების გარეშე, განსაკუთრებით გამოსადეგია პატარა ბიბლიოთეკებისათვის.
ACR2R ს უახლოეს მომავალში ჩაენაცვლება RDA resourse description and access. RDA გამოცემა დაგეგმილი იყო 2009ში მაგრამ დანერგვას ჯერ არ აპირებდნენ. ACR2R ს აკრიტიკებდნენ იმის გამო რომ ის არ სთავაზობდა ბიბლიოთეკარებს თანამედროვე რესურსების აღწერის ადექვატურ წესებს. თანამედროვე რესურსებში იგულისხმება სხვადასხვა ტიპის მასალები მათ შორის ვებრესურსებიც. RDA დაფუძნებული არის ACR2R ს წესების ტრადიციებზე, FRBR კონცეპტუალურ მოდელზე, FRAD (functionale requirements for autority data) (ფუნქციონალური მოტხოვნები ავტორიტეტული მონაცემებისადმი) და კატალოგიზაციის საერტაშორისო პრინციპებზე. RDA ცდილობს შექმნას საინფორმაციო რესურსის აღწერის გლობალური მოდგომა, ის წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის აღწერითი მეტამონაცემების შექმნის გაიდებს (სახემძღვანელობეს). მისი მიზანია ერთი მხრივ აღწეროს ატრიბუტები და მეორეს მხრისვ აღწეროს ურთიერთკავშირი ამ ატრიბუტებს შორის.

No comments:

Post a Comment