გაერთაიანებული ძიება, აგრეთვე ცნობილი როგორც მეტა-ძიება, არის შესაძლებლობა მოიძიო და მიიღო შედეგი ინფორმაციის მრავალრიცხოვანი წყაროებიდან მხოლოდ ერთი საერთო ინტერფეისის გამოყენებით. მრავალრიცხოვანი სისტემებისთვის მას აქვს ყოლისმომცველი საფარველი (ერთი ფანჯრის ძიება (one search box)), რომელიც შესაძლოა შეიცავდეს კატალოგებს, ინდექსებს, მონაცემთა ბაზებს და სხვა ელექტრონულ რესურსებს. უილიამ ფროსტი ამბობს:
ზოგიერთი მეტაძიებას (გაერთიანებულ ძიებას (federated searching) ან ეთერში ძიებას(?) (broadcast searching)) მიიჩნევს მონაცემთა ბაზების ძიების შემდეგ ევოლუციურ საფეხურად. მის მომხრეებს სჯერათ, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები, მაგალითად სტუდენტები, შეწუხებულნი არიან იმ მონაცემთა ბაზების მრავალრიცხოვნობით, რომელთა არჩევაც მათ უწევთ. ამიტომ სჭირდებათ ერთი საერთო ინტერფეისი იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ მათი კვლევის ყველა მოთხოვნილება (research needs). ისინი ამტკიცებენ, რომ საერთო ინტერფეისმა შესაძლოა გადააჩვიოს ახალგაზრდა მკვლევარები, ინტერნეტის, როგორც მათი კვლევის ძირითადი წყაროს გამოყენებას.
გაერთაინებული ძიება არის განვითარებადი ტექნოლოგია და არ აქვს სტანდარტიზებული ლექსიკა. მეტა-ძიების ინტერფეისი შეიძლება მოვიხსენიოთ როგორც საერთო-სამომხმარებლო ინტერფეისი (?common-user interface?), ინტეგრირებული ინტეფეისი, სტანდარტიზებული ინტერფეისი, ან უბრალოდ მეტა-მონაცემთა ბაზა. ვენდი არენთმა და ლეილა პეინმა ჩამოაყალიბეს შემდეგი სამი კონცეპტუალური მოდელი მეტა-ძიებისთვის:
1. ერთი საერთო ინტერფეისი, რომელიც ნიღბავს (masks) მრავალრიცხოვან მონაცემთა ბაზებს და პლატფორმებს (ველებს).
2. ერთი „მონსტრი“ მონაცემთა ბაზა მონაცემების ყველანაირი სახეობებით.
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების მხრიდან ნამდვილად არსებობს მოთხოვნა ძიების ისეთ ტიპზე, რომელიც გაამარტივებს კვლევის პროცესს, ამ სისტემას აქვს ნაკლოვანებებიც, რომლებიც უნდა განვიხილოთ. გაერთიანებული ძიების ფუნქციონირება შეზღუდულია უდაბლესი საერთო მნიშვნელის დონით (level of the lowest common denominator). უფრო სწორად, თუ A სისტემაში შესაძლებელია ძალიან რთული (დახვეწილი) ძიება, ხოლო B სისტემაში არა, ძიება რომელიც შესაძლოა განხორციელდეს უფრო რთული (დახვეწილი) A სისტემიდან არის ლიმიტირებული B სისტემაში დასაშვები ძიებით.
გარდა ამისა, სიზუსტე შესაძლოა ძალიან შემცირდეს, რადგან სახელებისა და საგნების (subject) ტერმინების ზეგავლენის კონტროლი შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოიყენებული ინფორმაციის ნებისმიერ მოძიებულ წყაროში, ან კონტროლირებადი ლექსიკის ტიპები შესაძლოა სრულიად განსხვავდებოდნენ. ფროსტის აზრით, გარდა ამ მიზეზებისა, მეტა-ძიებისადმი ნდობა, ეწინააღმდეგება სტუდენტებისა და სხვა მომხმარებელთა მიერ მათთვის ხელმისაწვდომი მრავალრიცხოვანი, მრავალფეროვანი, სპეციალიზირებული რესურსების უკეთ გაგების განვითარებას და იმას, თუ როგორ გამოიყენონ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ სხვადასხვა სისტემები.
გაერთიანებულ ძიებაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გადაიდგა ნაბიჯები, რომელიც გულისხმობდა Z39.50 პროტოკოლის გამოყენებას. თავის დროზე ეგონათ, რომ ყველა ბიბლიოთეკათაშორის ძიებას განახორციელებდა OPAC-ი. დღეისთვის ეს აზრი მოძველებულია. OPAC-ი აღარ არის პირველი გაჩერება ინფორმაციის რესურსების მაძიებელთა უმეტესობისთვის. დისკუსიები გაერთაინებული ძიების შესახებ დღეისთვის ფოკუსირდება ან მეტა-საძიებო მანქანაზე (meta-search engine) (უფრო სწორად, საძიებო მანქანებზე, რომლებიც ეძებენ მრავალრიცხოვან საძიებო მანქანებს) ან ინტერფეისზე, რომელიც დამატებულია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაზე. მოგვიანებით, ერთი ფანჯრის ძიება (ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე) გახდა ინტერფეისი არამხოლოდ ონლაინ კატალოგებისთვის, არამედ მრავალრიცხოვანი მონაცემთა ბაზების, ელექტრონული რესურსების და ინდექსებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტიტუციის მიერ. მიუხედავად ამისა, Z39.50 პროტოკოლმა საეჭვოა მომავალში ცენტრალური ადგილი დაიკავოს გაერთიანებულ ძიებაში, თუმცა დღეს ის თავის როლს თამაშობს ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემების ურთიერთქმედებაში.
Z39.50
Z 39.50 კომუნიკაციის პროტოკოლო არის ეროვნული სტანდარტი, რომელიც შეიმუშავა NISO-მ (National Information Standards Organization - ეროვნული ინფორმაციული სტნდარტების ორგანიზაცია). თავდაპირველად ეს სტანდარტი იყო მცდელობა სხვადასხვა საბიბლიოთეკო სისტემებს შორის კომუნიკაციისა და ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლის. პროტოკოლი ადგენს თუ როგორ შეუძლია ერთ კომპიუტერს (კლიენტს) მოთხოვნის წამოყენება მეორე კომპიუტერისთვის (სერვერისთვის) და იმას, თუ როგორ უნდა გადასცეს ძიების შედეგები ერთიდან მეორეს. სტანდარტი მოიცავს სამ კომპონენტს:
1. ინფომრაციის მიღების აქტივობების აბსტრაქტულ მოდელს
2. ენას, რომლიც გულისხმობს სინტაქსს და სემანტიკას ინფორმაციის მისაღებად.
3. მითითებებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს ძიების საკითხისა და მიღებული რეზულტატის დაშიფვრა ქსელში გადასაცემად.
ინფორმაციული მიღების აბსტრაქტული მოდელი არ არის მიბმული ნებისმიერ სპეციფიურ დიზაინზე, რომელიც მრავალ ინფორმაციული ძიების სისტემასთან ინტერაქციის საშუალებას მისცემს. მისი ფუნდამენტური კომპონენტებია მოთხოვნა, მონაცემთა ბაზა, ჩანაწერები, შედეგების დადება და საძიებო ჩანაწერები.
სტანდარტის ენა აბსტრაქტულ კონცეპტუალურ მოდელს საშუალებას აძლევს იყოს გაზიარებული და გაგებული სხვადასხვა სისტემებს შორის. სტანდარტის შემქმნელებმა განავითარეს სტანდარტული სემანტიკა მოთხოვნების გამოსახატავად. ატრიბუტთა ნაკრები გამოიყენება განმსაზღვრელების ტიპების დასადგენად, რომელიც გამოსადეგია საძიებო კრიტერიუმებისთვის. ატრიბუტის ტიპების კომბინაცია და მნიშვნლობა უზრუნველოყოფს შესაძლებლობას გამოიხატოს მოთხოვნის სემანტიკური განზრახვა და ის, თუ რა არის მოსალოდნელი სერვერზე.
მარტივად რომ ვთქვათ, Z39.50 პროტოკოლის გამოყენებით, ერთი სისტემა თარგმნის ადგილობრივ მითითებულ ბრძანებებს უნივერსალური ბრძანებების სახით რომელიც შემდგომ გადაეგზავნება სხვა კომპიუტერს. მეორე სისტემა თარგმნის უნივერსალურ ბრძანებებს მეორე სისტემის ექვივალენტურ ბრძანებებად. შემდეგ შედეგი უბრუნდება პირველ კომპიუტერს მსგავსი გზით. თუ ორი ინსტიტუცია იყენებს Z39.50ს OPAC-ის მომხმარებლებს ერთ ინსტიტუციაში შეუძლათ მოიძიონ მეორე ინტიტუციის კატალოგი ლოკალური სისტემის ბრძანების გამოყენებით შედეგების დაფასთან ერთად, რომელიც გავს შედეგების ჩვენებას (results display) რომელიც გამოყენებული იყო ადგილობრივ სისტემაში.
გაერთიანებული სისტემის მსგავსად, Z39.50 ზღუდავს სხვადასხვა კატალოგის ძიებას უმცირესი საერთო მნიშვნელით. Z39.50-ით ერთი სისტემის დახვეწილი (რთული) პროგრამირებიდან ვერ გადახვალ მეორე სისტემაზე. გარდა ამისა, ნაკრებების მისაწერად Z39.50 იყენებს პროფილებს, რათა უზრუნველყოს ფუნქციონალური თავსებადობა.:
პროფილებს Z39.50 -ში აქვთ ტენდენცია გამოყენებულ იქნან, იმისთვის რომ ერთად შეგროვდეს ატრიბუტთა სპეციფიკური კომპლექტები, ჩაიწეროს სინტაქსები და სხვა ფაქტორები იმისთვის რომ დაკმაყოფილდეს კონკრეტული საზოგადოების მოთხოვნები;
ცალკეულმა ერთობამ (საზოგადოებამ) შესაძლოა შექმნას ერთზე მეტი პროფილი. მაგალითად არსებობს რამოდენიმე საბიბლიოთეკო განაცხადის პროფაილი. ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საბიბლიოთეკო პროფილი არის ბათის პროფილი (The Bath Profile: An Internationa; Z39.50 Specification for Library Applications and Resource Discovery), სინამდვილეში ეს იყო ბაზისი NISO-ს Z39.89 სტანდარტისთვის: The U.S. National Z39.50 Profile for Library Applications.
მიუხედავად იმისა, რომ დამტკიცდა Z39.50 პროტოკოლის სარგებლიანობა, ინფორმაციის მიღების სხვადასხვა სისტემებსშორის ურთიერთობაში, დეველოპერები ეძებენ ახალ გზებს რათა შეასრულონ იგივე დავალებები პროცესების განახლების გზით. LC (კონგრესის ბიბლიოთეკა) განიხილავს ახალ სტანდარტს, რომელსაც ეწოდება ძიება/მიღება URL-ს( uniform Resource Locator) მეშვეობით ანუ SRU. SRU – არის XML-ის ძიების სტანდარტული პროტოკოლი, ინტერნეტ-ძიების მოთხოვნებისთვის, რომელიც იყენებს მოთხოვნათა კონტექსტუალურ ენას (CQL – Contextual Query Language) - სტანდარტულ სინტაქსს მოთხოვნათა გამოსახატავად. ის აერთიანებს ბევრ იდეას, მოძიებულს Z39.50-ში (უფრო სწორად, ცდილობს შეინარჩუნოს ის ინტელექტუალური წვლილი, რომელიც Z39.50-მა დააგროვა უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე), ასე რომ SRU შეიძლება განვიხილოთ როგორც პროტოკოლის განახლება ან მოდერნიზაცია.
[1] Wendi Arent and Laila Payne, “The Common User Interface in Academic Libraries: Myth or Reality?” Library Hi Tech 19, no. 1 (2001): 63-76.
No comments:
Post a Comment