მომხმარებელზე ორიენტირებული სისტემის დიზაინი
კრისტინა ბორმანი ამტკიცებდა, რომ ერთ–ერთი მიზეზი ონლაინ კატალოგების გამოყენბისას წარმოქმნილი სირთულეებისა გახლდათ ის, რომ დიზაინერებს მათი შექმნისას არ ქონდათ გათვალისწინებული მომხმარებლის საჭიროებანი.
ანა შულზი ამბობს, ,,ინფორმაციის სპეციალისტთა უმრავლესობა დაეთანხმება იმ აზრს, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინს (მოდ)შემოაქვს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია მაღალი ხარისხის საინფორმაციო სისტემების შექმნაში. მიუხედავათ ამისა, ეს არ არის ძირითადი შეთანხმება იმის შესახბე თუ როგორ განისაზღვროს ტერმინი მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინი ან რამდენად არის მოდ სტრატეგია საუკეთესო ინსტრუმენტი სისტემების და სერვისების შექმნაში.’’ ის ასევე ამბობს რომ მოდ, სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ნიშნავდეს:
- სისტემის მუშაობის ისე გაუმჯობესებას, რომ მას შეეძლოს უკეთესი (ძიების) შედეგების ჩვენება;
- დიზაინის შექმნა კონკრეტული მომხმარებლისათვის, რადგანაც ,,ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ მოერგება’’
- სისტემის ისე აწყობას რომ მომხმარებელი გახდეს კონტრიბუტორი (მონაწილე)
არსებობს მოდ –ის სამი გასაღბი:
- სამსახურში მომხმარებლელზე დაკვირვება და ანალიზი
- დიზაინის თეორიის შესაფერისი ასპექტების დახმარება
- მომხმარებლთან მრავალჯერადი ტესტირება
ეს არის პროცესები რომელიც ერთიანდება ინფორმაციის არქიტექტურის ველში, რაც ასოცირდება ვებ სივრცის დიზაინსა და სტრუქტურიზაციაში. ანდრიუ დილონი ამტკიცებს ,,მოდ–ის განხორციელება საჭიროებს სპეციალურ უნარებს და მოეთოდების ჩართვას და პრაქტიკებს რათა მიღებულიქნეს დიზაინის სასურველი ფორმა. მოდ და მოხერხებული საინფორმაციო სივრცის აღსანიშნავად ინფორმაციის არქიტექტურა გაცილებით უკეთესი ტერმინია.
- უნივერსალური დიზაინი
მოდ–ის ერთ–ერთი ტიპი არის უნივერსალურ დიზაინი. შერონ ფარბი ამტკიცებს ,, უნივერსალური დიზაინის მიზანია, უპასუხოს მომხმარებლის რაც შეიძლება ფართო სპექტრს, რასაც თავისთავად მოსდევს კომერციული წარმატება’’ . თუკი ყურადღებას არ მივაქცევთ და არ გავითვალისწინებთ უნივერსალურ დიზაინს, სისტემები უამრავ დაბრკოლებას შექმნის სპეციალურ საჭიროებათა მქონე ადამიანთთვის. მაგ. GUI ინტერფეისი, მრავალსვეტიანი ხედი (ვიზუალური მხარე) და ჩარჩოიანი ვებგვერდები შეიძლება არ იყოს წაკითხვადი იმ მომხმარებლისათვის რომლების იყენებენ მეტყველებისა და ბრაილის ინსტრუმენტებს. მაუსი შეიძლება არ იყოს მოხმარებადი იმ ადამიანებისათვის ვისაც აქვს ვიზუალური ან კონკრეტული ორთოპედიული სირთულეები. აუდიო ჩანაწერები შეიძლება არ იყოს მოსმენადი სმენითი პრობლემების მქონე ადამიანთათვის, ეკრანის ფერები შეიძლება იყოს გაუგებარი ტექსტი ადამიანისათვის, რომელსაც აქვს ფერების სიბრმავე (დალტონიზმი) და სხვა ვიზუალური პრობლემები. მოციმციმე კურსორი და ტექსტი შეიძლება იყოს პრობლემა ადამიანებისათვის ვისაც აქვს ფოტომგრძნობიარე ეპილეფსია. სამუშაო ადგილი სადაც ეს ტექნიკა არის განლაგებული შეიძლება ხელმიუწვდომელი იყოს იმ ადამიანთათვის ვინც გადაადგილდება ეტლით. ფარბი მომხრეა უნივერსალური დიზაინის დანერგვისა იმ მიზნით რომ სეიქმნას პროდუქტები რომელიც გამოყენებადი იქნება ყველა ინდივიდუალის მიერ, რომელთაგან ნაწილს შეიძლება ქონდეს ბარიერი ინფორმაციაზე წვდომისას დღევანდელი ტექნოლოგიური მდგომრეობის გამო.
- ენებისა და სკრიპტების მრავალფეროვნება
მოდ ამავე დროს აუცილებელია იმ ადამიანების დასახმარებლად რომელთა მშობლიური ენა და ანბანი განსხვავდება უმრავლესობის ,მიერ გამოყენებული ენისა და ანბაბნისგან. მრავალი მასალა, განსაკუთრებით კვლევით ინსტიტუტებში ხელმისაწვდომია მრავალ ენასა და ანბანზე. მას შემდეგ რაც ბიბლიოტეკის კატალოგერებმა შეწყვიტეს ხელით წერა საკატალოგე ბარათებისა, პრობლემა გახდა ჩანაწერების კეთება არარომანულ ენებზე: იაპონური, არაბული, ცინური., კორეული, სპარსული, ბერძნული, რუსული და სხვ. რომანიზაცია გახდა საშუალება, რომ ის მონაცემები რომელიც ეკუთვნოდა არარომანულ ენებს დაეწერათ ლათინური ანბანით (საქართველი – SAQARTVELO) მიუხედავათ ამისა არარომანულ ენებზე მოლაპარაკე უმრავლესობისათვის რთული ან თითქმის შეუძლებელი იყო ლათინური ანბანით შესრულებული ჩანაწერების კითხვა და ძებნა იმისა რაც მათ სჭირდებოდათ.
ამის შედეგად არარომანული ენების კოლექციები გახდა არამოხმარებადი. 20 წელიწადზე მეტია რაც გაკეთდა ჩანაწერები ბიბლიოგრაფიულ ქსელში და მოიცვა სხვა ანბანები ( პირველი დაემატა ჩინურ–იაპონურ, კორეული და მერე თანდათან სხვებიც) ამ ჩანაწერების გაჩენის მიუხედავათ ლათინური ჩანაწერების გამოყენება არ შეწყვეტილა და სისტემებს ისევ რჩებოდა პრობლემა ,,სხვა ანბანზე’’ ჩანაწერების ეკრანზე გამოჩენისას (კუბიკებად ჩანდა). ახლა უნიკოდის სტანდარტმა შესაძლებელი გახადა ანბანის განუსაზღვრელი მრავალფეროვნების ეკრანზე გამოჩენა. თითოეული აოს ან ნიშანი ყველა თანამედროვე დამწერლობის მქონე ენაში წარმოდგენილია კოდირების 16 ბიტიანი ერთეულით რომელიც არ მეორდება. მომხმარებლები რომლების არალათინურ ანბანს იყენებენ საჭიროებენ სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას იმისათვის რომ თავად შეძლონ არამარტო დანახვა არამედ ძიებაც თავიანთ ენაზე.
- მომხმარებლის სხვა დახმარება
წლების განმავლობაში მომხმარებლისათვის სასარგებლო სისტემის გასაუმჯობესებლად მრავალი რეკომენდაცია გაკეთდა.
>ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლისათვის არის სპელჩეკერი (მართლმწერის შემმოწმებელი). იყო შემოთავაზება რომ სპელჩეკერი პროგრამები ინკორპორირებული (ჩაშენებული) ყოფილიყო ძიების პროცესში. მრავალ სისტემას ამჯერად აქვს searching sting (საძიებო ფრაზა) ების ნორმალიზაცია რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მომხმარებლის მიერ პუნქტუაციის გამოყენების საჭიროებას. მიუხედავათ ამისა კვლევამ აჩვენა რომ მომხმარებელი ხშირად უშვებენ მართლმწერის შეცდომებს. როცა მომხმარებელი ვერ იღებს შედეგებს არასწორად დაწერილი სიტყვის გამო ის თავს ანებებს ძიებას რადგან ფიქრობს რომ მიოსთვის საჭირო ინფორმაციას საძიებო სისტემა არ შეიცავს. ზოგი სისტემა სთავაზობს მომხმარებელს დახმარებას. მომხმარებელს, რომელიც ჩაწერს სიტყვას შეცდომით ეკითხება ამ სიტყვის ყველა შესაძლო ვარიანტს. სხვა სისტემები როგორიცაა მაგ. საჰაერო ინდუსტრია ავიახაზები და ა.შ. იყენებენ ბგერაზე დაფუძნებულ კოდებს, ისე რომ სიტყვა რომელიც შეიძლება ჟღერდეს მსგავსად მაგრამ იწერებოდეს სხვადასხვანაირად მოძიებადი იყოს ადვილად. შემოთავაზებული იყო რომ ამგვარი კოდები ჩაშენებულიქნეს ინფორმაციის საძიებო სისტემების დიზაინში ალტერნატიული მართლწერის წესების (მაგ ამერიკულიorganizacion და ბრიტანულიorganisacion) ლექსიკონებთან ერთად.
> მარკის კოდირების უფრომეტად გამოყენება შეიძლება ყოფილიყო სისტემის გაუმჯობესების ერთერთი ვარიანტი მაგ. მარკის ფიქსირებული ველს (ველი 008) აქვს კოდირებული ინფორმაცია რომელიც გამოიყენება ძიების ლიმიტირებისათვის. საინფორმაციო რესურსის ტიპის კოდი (რომელიც მიუთითებს არის ის ხმოვანი ცანაწერი, სერიული გამოცემა თუ ვიზუალური მასალა) უკვე გამოიყენება მრავალ სისტემაში. ამას გარდა ფიქსურებული ველები აძლევს მომხმარებელს ინფორმაციას იმის შესახებ:
1. მოცემული საინფორმაციო რესურსი მოიცავს ინდექსს თუ ბიბლიოგრაფიულ ინფორმაციას?
2. საინფორმაციო რესურსი ბიოგრაფიულია თუ მხატვრული
3. როდის არის გამოცემული
4. რა ენაზეა გამოცემული
5. ვის მიერაა გამოცემული
6. რომელ ქვეყანაშია გამოცემული.
მაგ. მაძიებელს შეიძლება სურდეს იპოვოს ყველაფერი რაც დაწერილია ერთი მწერლის ყველა არამხატვრული ნაწარმოები. სისტემის კარგ დიზაინს უნდა შეეძლოს გაითვალისწინოს ამგვარი ძიება და მარკის ფიქსირებულ ველებთან ერთად მარკის სხვა ველებისა და ქვეველების გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს სისტემა. მაგ. საგნობრივი ველების ქვეველების კოდები შესაძლებელია გამოყენებულიქნეს გეოგრაფიული არეალის ან ფორმისა და ჟანრის ტერმინების ინექსირებისათვის. 043 ველი რომელიც მოიცავს კოდირებულ გეოგრაფიულ ინფორმაციას საინფორმაციო რესურსის შინაარსიდან გამომდინარე. 045 ველი არის იგივე ოღონდ ქრონოლოგიური ექვივალენტით.
სხვა რეკომენდაციები მომხმარებლისატვის მოსახერხებელი სისტემის დიზაინის გასავითარებლად მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- ბევრ სისტემაში ძალიან ცოტაა ,,შეცდომის შეტყობინება’’ რომელიც საჭიროა იმისათვის რომ მომხმარებელმა გაიგოს თავისი შეცდომა. ხშირად ხდება რომ ტერმინოლოგია რომელიც გამოყენებულია ამ მესიჯებში არ არის განსაზრვრული.
- დახმარების ეკრანი არ არის ყოველთვის გასაგები და ხშირად დახმარების სისტემა არ ხსნის როგორ უნდა დაიწყო ან გააუმჯობესო და გაფილტრო ძიების პროცესი. როცა მომხმარებელი მოიძიებს 0 ან ძალიან ბევრ შედეგს აუცილებელია ინსტრუქცია იმისათვის თუ როგორ გაზარდოს ან შეამციროს ძიების შედეგები.
- Stop word ნუსხა (ეს არის სიტყვა რომელიც იმდენად ხშირად გამოიყენება რომ ძიების პროცესში არ არის გამოყენებული მაგ. არტიკლები და კავშირები) განსხავავდება სისტემებში. ისისნი განსხვავდება გამოყენების თვალსაზრისითაც. (Stop word რომლებიც არის ძიების დასაწყისში განსხვავდება იმ Stop wordებისგან რომელიც არის ფრაზის შუაში ან ბოლოში) ასევე განსხვავებულია მოხმარება ტერმინოლოგიისა რომელიც გამოიყენება Stop wordის ფუნქციით მაგ.ტერმინი Komiti (კომიტეტი) ერთ სისტემაში შეიძლება იყოს Stop wordი მეორეში კი არა.
No comments:
Post a Comment